როგორი ჰოროსკოპი არ არსებობს ამქვეყნად - პრაქტიკულად, ყველანაირი, ცხოვრების ყველა ეტაპისთვის.
მათ შორის, რა თქმა უნდა, სასიყვარულოა ყველაზე პოპულარული. ჰოდა, ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ ააწყოთ სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთვის სასურველ ზოდიაქოს ნიშნის პარტნიორთან.
სიყვარული მორიელთან
პრობლემა: მორიელი თვლის, რომ ის არავის უყვარს, ამაზე ფიქრისას გარკვეული დოზით თვითგვემასაც ეძლევა.
პრობლემის გადაჭრა: დაარწმუნეთ, რომ ის ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და საერთოდ, ყველაზე უკეთესია მსოფლიოში. გაუფრთხილდით მის თავმოყვარეობას, არ დაუშვათ მისი მისამართით ნათქვამი მცირე ნეგატივიც კი. როცა მორიელი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, შეუძლია მთები გადააბრუნოს. ოღონდ თქვენგანაც იმავეს მოითხოვს.{{ArticleSplitCont}}
სიყვარული კირჩხიბთან
პრობლემა: კირჩხიბი ჩუმად აგროვებს თქვენ მიერ დაშვებული შეცდომებით მიღებულ წყენებს. ბოლოს შეიძლება შებრუნდეს და წავიდეს ისე, რომ მიზეზიც არ გითხრათ.
პრობლემის გადაჭრა: კირჩხიბებს ძალიან ყურადღებით უნდა მოექცეთ იმდენად, რამდენადაც თავადაც ასე გექცევათ. კიბორჩხალა ვერ იტანს სულელურ გამოხდომებს. მას ურჩევნია პრობლემას გვერდით ჩაუაროს, ვიდრე პირისპირ დაეჯახოს. შემდგომში ეცადეთ, გააანალიზოთ თქვენი საქციელი და ეცადეთ, მოიცილოთ ნაკლი, თორემ კირჩხიბი თქვენც გვერდით ჩაგივლით. სასიყვარულო ურთიერთობებში კირჩხიბს უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ამისთვის მზად იყავით.{{ArticleSplitCont}}
სიყვარული ლომთან
პრობლემა: ლომი ვერ იტანს კრიტიკას!
პრობლემის გადაჭრა: თუ თქვენ ლომისთვის ავტორიტეტი ბრძანდებით, ის აუცილებლად მოგისმენთ და თქვენს აზრს გაითვალისწინებს, თუმცა მანამდე ბევრი მოთმინება მოგიწევთ, თქვენ წინ ხომ ნადირთა მეფე დგას. ამ ურთიერთობებში მთავარია დიპლომატია, რათა არც მის მონად გადაიქცეთ და არც ძალიან გადაამლაშოთ. უნდა აკონტროლოთ ემოციები, ყველაფერი აკეთეთ თავის დროზე და დოზირებულად. როგორც კატისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელს, ლომსაც უყვარს ყურებზე ფრთხილი ცაცუნი. მისთვის უბრალოდ აუცილებელია ნაზად მოფერება, ხანდახან მეფეც ხომ უნდა მოდუნდეს. ლომს უყვარს ხმაური სასიყვარულო ურთიერთობებში, მას ჩუმი პარტნიორი არ სჭირდება.{{ArticleSplitCont}}
სიყვარული სასწორთან
პრობლემა: სასწორი ცხოვრობს საკუთარი წესებით, რაც ამ ნიშანს ძალიან მოსაწყენს ხდის. ისინი ცდილობენ ყველაფერი იოლად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოაგვარონ.
პრობლემის გადაჭრა: მოიქეცით ისე, თითქოს თქვენც საკუთარი წესებით ცხოვრობთ, რომლებიც ყველაზე სწორი წესებია მსოფლიოში, ურომლისოდაც ცხოვრება არ შეგიძლიათ. ეცადეთ, ისინიც თქვენი წესებით აცხოვროთ. თუ არაფერი გამოგდით, უთხარით, რომ გიყვართ. ეს საკმარისია იმისათვის, რომ სასწორი მთლიანად მოგენდოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში სასწორი ხშირად ავლენს საინტერესო გამომგონებლობას, ოღონდ ქორწინების შემდეგ, მანამდე კი საკმაოდ რუტინული ცხოვრება გელით.{{ArticleSplitCont}}
სიყვარული მშვილდოსანთან
პრობლემა: მშვილდოსანი ყველა საზრუნავს საკუთარ თავზე იღებს, სურვილიც არა აქვს, ვინმე დაიხმაროს.
პრობლემის გადაწყვეტა: შემთხვევით ანიშნეთ მშვილდოსანს, რომ ის ყოჩაღია. ასე მას მიახვედრებთ, რომ აფასებთ მის მონდომებას. რაღაც პერიოდის შემდეგ მშვილდოსანი თქვენთან აწუწუნდება კიდეც თავის სიძნელეებზე. თქვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ გენდოთ და თავისი პრობლემები ისევ თქვენ გაგიზიაროთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მშვილდოსანი მშვიდი და რბილია. თქვენც გამოიჩინეთ მის მიმართ სინაზე და სითბო, რასაც მშვილდოსანი აუცილებლად დააფასებს.{{ArticleSplitCont}}
სიყვარული კუროსთან
პრობლემა: კურო გარშემო მყოფთაგან უსაზღვრო მოთმინებას ითხოვს.
პრობლემის გადაწყვეტა: ან მაშინვე წადით მისგან, ან აღიჭურვეთ ამ უსაზღვრო მოთმინებით. ეცადეთ, მყარად იდგეთ თქვენს პოზიციაზე, თორემ ეს რქიანი არსება ყოველთვის მიიღებს იმას, რაც უნდა. კურო ზარმაცი ნიშანია, ესეც გაითვალისწინეთ.
კურო სასიყვარულო ურთიერთობებშიც ზარმაცია. თუ ძალიან მოინდომებთ, შეიძლება ხანდახან რაღაც გამოგივიდეთ. გაგრძელება