ოლივია პალერმო - ამერიკელი მოდელი და უზადო გემოვნების მქონე ქალია, რომლის სტილსაც მილიონობით ქალი აღფრთოვანებაში მოჰყავს.
რა თქმა უნდა, მას თავისი საიდუმლოებები აქვს, რომლების მეშვეობითაც ელეგანტურ კლასიკას გიჟურ ტრენდებს უთავსებს ისე, რომ მუდამ საოცრად მოდურად და ქალურად გამოიყურება.
მოგითხრობთ ოლივიას 5 ხრიკზე, რომლების მეშვეობითაც შესანიშნავ ლუქებს შექმნით.
აკეცილი სახელოები
არ აქვს მნიშვნელობა, პერანგია თუ პულოვერი, ან საერთოდაც ჟაკეტი, აკეცილი სახელოები იმიჯს ორიგინალურს ხდის. ეს გახლავთ შესანიშნავი ხერხი, რათა ჩვეულებრივი მკაცრი პერანგი ასეთი მოსაწყენი არ იყოს.
გამოიყენეთ ქამარი
ტყავის ეს ნაწარმი მართლაც სასწაულმოქმედია, გარდა ამისა, ახლა მოდაშია ქამრის ტარება. დავუშვათ, ჩაიცვით სწორი შავი შარვალი ან ჯინსები შავ როლინგთან - მოსაწყენად გამოიყურება. დაამატეთ ქამარი და იმიჯი სულ სხვა იერსახეს მიიღებს.
მოიხურეთ, ნუ ჩაიცვამთ
ეცადეთ ჟაკეტი, ლაბადა ან პლაშჩი კი არ ჩაიცვათ, არამედ მოიხუროთ მხრებზე. ეს ხრიკი ძველია, მაგრამ მას ქალები ხშირად არ იყენებენ. ამგვარად იმიჯი უფრო ელეგანტური და საინტერესო გახდება.
მსუბუქი დაუდევრობა
ეცადეთ, პერანგები, ბლუზები და მაისურები ბოლომდე არ ჩაიტანოთ. კლასიკის მოყვარულებს ეს უცნაურად მოეჩვენებათ, მაგრამ ასე საქმიანი სტილიც კი სულ სხვა, საინტერესო იერსახეს მიიღებს.
აკეცილი შარვლები
გრძელი შარვალი იმიჯის მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - ფეხსაცმელს აჩენს. აკეცილი შარვალი კი - ქალის დახვეწილ წვივს უსვამს ხაზს და იმიჯს ელეგანტურს ხდის. ეს ხრიკი განსაკუთრებით დაბალ ქალებს გამოადგებათ, რადგან ვიზუალურად ჭიმავს სილუეტს.