მარწყვი უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. აუმჯობესებს იმუნიტეტს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის.
არსებობს წესი, რომელიც დაგეხმარებათ, მარწყვი 1 კვირა გააჩეროთ და არ გაგიფუჭდეთ.
დაგჭირდებათ: თეთრი ძმარი, წყალი და საცერი.
ინსტრუქცია:
- ჯამში ჩაასხით 1 წილი ძმარი და 5 წილი წყალი.
- გააჩერეთ ამ ნარევში კენკრა რამდენიმე წუთი. ძმარი გაანადგურებს ყველა ბაქტერიასა და ობს.
- კარგად გააშრეთ მარწყვი.
- დადეთ კენკრა ქაღალდის ხელსახოცზე და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!