ქალების უმეტესობას რომანტიკული ბუნება აქვს.
ამიტომ ახალგაცნობილ თაყვანისმცემელში ხშირად ვერ ამჩნევს ნაკლოვანებებს, რომელსაც ეს უკანასკნელი მონდომებით ნიღბავს. ზუსტად ამიტომ არსებობს ასტროლოგია. ჩვენი რჩევები დაგიცავთ მოულოდნელი სიურპრიზისგან, რომელსაც შესაძლოა, თქვენს გულის სწორთან ურთიერთობაში წააწყდეთ.
ვერძი
მამაკაცი-ვერძი ქალის გულის დაპყრობის შემდეგ მალე კარგავს ინტერესს. ერთი წარმატების მოპოვების შემდეგ ის უკვე მომდევნოზე ფიქრობს. არ გააჩნია რა გრძნობებში პასუხისმგებლობა, მზად არის სხვებთან საფლირტაოდ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მისთვის მუდამ ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდეთ.
კურო
ის სრულიად პასიურად უდგება რომანტიკულ ურთიერთობებს, მისი ინერცია შეიძლება გადაულახავი მოგეჩვენოთ. პოტენციურ რჩეულთან შეხვედრისას ცდილობს ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს. გამოდის, თითქოს ეძებს იმას, ვისზედაც შეიძლება ეკონომია გააკეთოს. ნუ აიღებთ თავზე მის ვალდებულებებს, თუ არ გინდათ, მის მეორე დედად იქცეთ. თავიდან ამოიგდეთ აზრი - "სჯობს ეს მე გავაკეთო". აი, მაშინ ექნება კუროს სტიმული - იმოქმედოს.
ტყუპი
ასტროლოგიაში ტყუპი ორი დამახასიათებელი ნაკლით გამოირჩევა. პირველს განეკუთვნება მათი ლაყბობისადმი სიყვარული - მოლაპარაკე ტყუპის შეჩერება შეუძლებელია. მეორე ნაკლი - სიზარმაცის გამოვლინებაა, რის გამოც ზარალდება მისი პარტნიორი.
კირჩხიბი
ის უმნიშვნელო კრიტიკაზეც კი განაწყენდება და იბუტება. როცა კირჩხიბი განაწყენებულია, მას ჩვეულებრივი სულიერი მდგომარეობის აღსადგენად რამდენიმე დღე სჭირდება. თავისი ემოციებიდან გამომდინარე, ის შეიძლება პატარა ბავშვივით იქცეოდეს, მაგრამ თუ თქვენ მას უპოვით გასაღებს, საქმე მოსალოცად გაქვთ, თქვენ დაამარცხეთ ჯიუტი კირჩხიბი!
ლომი
ურთიერთობებში ლომი შეიძლება უცბად ზარმაცი და უმოქმედო გახდეს, განსაკუთრებით, გულწრფელ პარტნიონთან. ის გულწრფელობას გრძნობით ამოწმებს, ვის ხვდება, მისთვის სულერთია.
ქალწული
ქალწულები შემართულები და შრომისმოყვარეები არიან. ხანდახან იმდენად ჩაეფლობიან სამუშაოში, რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ, მაგრამ შეგვიძლია დაგაწყნაროთ, ეს ყოველთვის ასე არაა. ყველაფერს აქვს დასარული. მაინც მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი პარტნიორი ქალწული პერიოდულად სამუშაოში ჩაიკარგება.
სასწორი
სასწორი არანაირად არ რეაგირებს კონფლიქტებზე. იყავით მზად იმისთვის, რომ თქვენ მოგიწევთ პირველი ნაბიჯის გადადგმა შერიგებისაკენ.
გაგრძელება