ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათის ორი მხარე - დადებითი და უარყოფითი.
მთავარი კი ის არის, რომელ ერთს უფრო "ამუშავებს" ცხოვრებაში იგი. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და კარგი ადამიანები არ არსებობენ. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, ვისაც მარტივად გამოსდის, იყოს ცუდი და არც ცდილობს საკუთარ თავში დადებითი თვისებების წამოწევას. არადა, დადებითი თვისებები, იცოცხლე, ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანს გააჩნია ბლომად. მათ შორის კი, თითოეულ მათგანს აქვს ერთი განსაკუთრებული და "ბაჯაღლო" თვისება, ის, რითაც იგი დანარჩენ "თანამეზოდიაქოვეებს" ჯობია...
ვერძის საუკეთესო თვისება უბოროტობაა. ეს ხალხი არასოდეს ფიქრობს შურისძიებაზე და მალე ავიწყდება წყენა.
კუროს საუკეთესო თვისება არის საიმედოობა. კუროები საოცრად ერთგული ხალხია. სიკვდილამდე.
ტყუპის საუკეთესო თვისება არის სიმსუბუქე. არ არსებობს ტყუპი, რომელიც დაგღლით და თავს მოგაბეზრებთ საკუთარი პრობლემებით.
კირჩხიბის საუკეთესო თვისება ზრუნვის ნიჭია. კირჩხიბზე მოსიყვარულე ადამიანს ვერსად ნახავთ მთელ მსოფლიოში.
ლომის საუკეთესო თვისება სიკეთეა. ლომებს უზომოდ დიდი გული აქვთ და ყველა ეტევა მათ გულში.
ქალწულის საუკეთესო თვისებაა პასუხისმგებლობა. არ არსებობს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა არ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
სასწორის საუკეთესო თვისებაა სამართლიანობა. სასწორი არასოდეს დაიჭერს უსამართლო ადამიანების მხარეს. გაგრძელება