საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტალინში იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტს ესწრება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები იუსტიციის სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
ცნობილია, რომ წულუკიანის ჩაცმულობა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი და ამჯერადაც, ფოტოებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მინისტრის სტილმა. მინისტრმა ჩაცმულობის ნაცნობი შტრიხი - შარფი, ამჯერად განსხვავებულად მოირგო. როგორც ჩანს, მხრებზე მოგდებული შარფი მინისტრს მოსძვრა, თუმცა მის გასწორებაზე აღარ უზრუნია.
ცოტა ხნის წინ reitingi.ge-მ ცნობილი პოლიტიკოსების იმიჯზე მოდის ონლაინპლატფორმის, "streetstyle.ge"-ს დამფუძნებელი, მოდის კრიტიკოსი გივი რაზმაძე ჩაწერა. კრიტიკოსმა წულუკიანის ჩაცმის სტილზე საინტერესო კომენტარი გააკეთა: განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები