ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე საქართველოში ისვენებს. ზაფხულის ცხელ დღეებს ის დასავლეთ საქართველოში ატარებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ბუნების სილამაზით ტკბება.
როგორც ჩანს, სოფო ოკაცეს და მარტვილის კანიონებით განსაკუთრებულად მოიხიბლა, რაც მის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტებიდანაც ჩანს.
შეგახსენებთ, სოფო შევარდნაძე რუსეთში წარმატებული ტელეწამყვანია და იქაური გლამურული საღამოების სასურველი სტუმარიც გახლავთ.
ექსპრეზიდენტის საყვარელი შვილიშვილი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, რადგან მშობლიური ქვეყანა ძალიან უყვარს. იხილეთ ფოტოები