"ვარსკვლავებიც" ადამიანები არიან და მათაც აქვთ ჰობი. თუმცა, ზოგს მეტად უჩვეულო...
ჯონი დეპი
ჰოლივუდის სექსსიმბოლო ბარბის თოჯინებს აგროვებს. მის კოლექციაშია ელვის პრესლის, ლინდსეი ლოჰანისა და დესტინის ჩაილდ-ის წევრების თოჯინები. მზრუნველი დეპი თოჯინებისთვის ყიდულობს ავეჯს, აქსესუარებს, სამოსს.
კრისტენ სტიუარტი და პატრიკ დემპსი
საცირკო ხელოვნება კრისტენს პატრიკმა შეაყვარა. თავისუფალ დროს წყვილი ერთად ჟონგლირებდა. საინტერესოა, განშორების შემდეგ თუ აგრძელებენ საერთო ჰობის.
ტომ ჰენქსი
ჰოლივუდის მაღალანაზღაურებად მსახიობი თანამედროვე გაჯეტებს არ ცნობს. იგი საბეჭდ მანქანებს ყიდულობს. მის კოლექციაშია, გასული საუკუნის 40-იანი წლების 200 მეტი მანქანა. ის არემონტებს და უვლის თითოეულს, რაც დასვენებასა და მოდუნებაში ეხმარება.
ჯულია რობერტსი და სარა ჯესიკა პარკერი
ორი მსახიობი თავისუფალ დროს ქსოვით ირთობს თავს. ჯულია რობერტსი შალის ძაფების საყიდლად დუბაიში მიფრინავს. სარა კი გადაღებებზე ძაფისა და ჩხირების გარეშე არ მიდის.
ტომ კრუზი და კეტრინ ზეტა ჯონსი
არისტოკრატიული სპორტის - ფარიკაობის მიმდევრები არიან. ტომს სახლში ერთი ოთახი აქვს გამოყოფილი საფარიკაოდ. ჯონსი მისი ღირსეული მოპაექრე იქნებოდა.