ბავშვის დაბადებამდე ყველაფრის დალაგების უკონტროლო სურვილი ხშირად იპყრობს მომავალ დედებს. თუმცა გადაჭარბება არ ღირს, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში.
არის არაერთი საქმე, რომელიც ორსულთათვის არცთუ ისე უსაფრთხოა. გაეცანით მათ და მოერიდეთ. გადააბარეთ ეს საქმეები ოჯახის სხვა წევრებს ან დაიქირავეთ დამლაგებელი.
სააბაზანოს გაწმენდა
სააბაზანოს გაწმენდა უამრავი ქიმიური საშუალების გამოყენებას ითვალისწინებს. ორსულებმა არ უნდა შეისუნთქონ ტოქსიკური ქიმიკატები. თქვენი ძირითადი ამოცანაა, ერიდოთ ყველაფერს, რასაც უსიამოვნო სუნი ასდის.
მტვერსასრუტის გამოყენება
აირჩიეთ: ან დატკბეთ ორსულობის პერიოდით, ან დაიტანჯოთ იშიასით სახლის დალაგების შემდეგ. დიახ, იშიასი შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენებამ გამოიწვიოს. ეს აძლიერებს ზურგის ტკივილს, რაც ყველა ორსულს აწუხებს.
რეცხვა
ნაადრევი ორსულობა ან წნევის ვარდნა ძლიერდება რეცხვის პროცესით. გარეცხეთ ყველაფერი მშობიარობის შემდეგ. სანამ ფეხმძიმედ ხართ, ეს სხვამ გააკეთოს. დახრა და თეთრეულით სავსე კალათების აწევა - დიდ დატვირთვას აძლევს ზურგს.
შინაური ცხოველების მოვლა
საშიში ქიმიკატების მსგავსად, კატის ქოთანიც საშიშია ორსულობის დროს. ინფექციები, რომლებიც კატის ფეკალიებით გადაეცემა, ზემოქმედებას იქონიებს ნაყოფზე.
სიმძიმის აწევა
ნუ ატარებთ მძიმე ნივთებს! იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება ბავშვი, სიმძიმე დამატებით დატვირთვას აძლევს ზურგს.
ჭერის გაწმენდა და ფარდების გარეცხვა
შესაძლოა, უკვე გრძნობთ სიარულში ცვლილებებს. ორსულ ქალებს სიმძიმის ცენტრი ეცვლებათ. შედეგად, შეიძლება წაიქცეთ, თუ თავს მაღლა ასწევთ. არასოდეს ახვიდეთ სკამზე იმისათვის, რომ ჭაღი გაწმინდოთ ან ფარდა დაკიდოთ, ერიდეთ დაცემას.