ნახევარი საქართველო ზღვისპირა კურორტებზეა მიმოფანტული. რა თქმა უნდა, ამ დროს სასწრაფო დახმარებასა და სამედიცინო დაწესებულებებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სულაც არ არის ამისთვის მზად და დამსვენებელი დიდ გასაჭირში ვარდება.
გთავაზობთ ინტერნეტმომხმარებლის პოსტს ქობულეთიდან...
"დღეს აქ ისეთი ამბავი მოხდა, გაოგნებული ვარ! ძალიან ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, ძალიან კომიკური იქნებოდა.
9 წლის ბიჭს ფეხში, ქუსლთან, კენჭი შეერჭო. იმდენად ღრმად შეუვიდა, რომ სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. ჰოდა, გააქანეს გამწარებული ბავშვი საავადმყოფოში. იქ უთხრეს, საბუთების გარეშე ვერ მიგიღებთო. ქუთაისიდან იყვნენ ესენი, დააბარეს ოჯახის წევრს საბუთები. სანამ საბუთებმა სხვა ქალაქიდან ჩამოაღწია, სამი საათის განმავლობაში ისხდნენ ასე ანერვიულებულები და ელოდნენ.
შეიყვანეს, როგორც იქნა, ექიმთან, ბავშვი ისტერიკაშია. პაციენტის ტირილზე ექიმი გადარეულა, ნერვები აშლია, სად მაქვს ამის თავიო, წაიყვანეთ უკანო (!!!)
დაბრუნდნენ სახლში ასე - ფეხში ჩარჩენილი კენჭით.
ბავშვი ტირის, დედას ფერი აღარ ადევს ნერვიულობისგან.
გამოიძახეს სასწრაფო.
მოვიდა სასწრაფო. წამოდით, საავადმყოფოში წაგიყვანთო. აუხსნეს, ვიყავით უკვე და გამოგვაბუნძულეს, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო.
ახლა იწყება, რაც იწყება.
/მეორე სერია/
1) სასწრაფოს ექიმმა, პინცეტი არ მაქვს, კენჭი რომ ამოვუღო, წარბების საპუტი მომიტანეთო.
მოარბენინა ერთ-ერთმა დამსვენებელმა ე.წ. კოსმეტიჩკა, ამოიღო წარბების საპუტი, გაუწოდა.
ექიმმა, ის იყო, მისი არამიზნობრივად გამოყენება განიზრახა, ვიღაცამ წამოიძახა, სპირტით მაინც გაგეწმინდათ, სანამ ჭრილობას შეეხებითო.
2) სასწრაფოს ექიმმა, სპირტი მომიტანეთ მაშინო.
გავარდა ვიღაც თავის ოთახში, კიდევ კარგი, აღმოაჩნდა სპირტი. მისცა.
ეწვალა, ეჯახირა ამ წარბების პინცეტით, ვერაფერი. ბავშვი გაწამდა, სტკივა, კივის. ვიღაცამ უთხრა, ეგრე მეც ხომ შევუჩიჩხინებდი, სასწრაფო რისთვის გქვიათ, გამაყუჩებელი მაინც გაუკეთეთ ბავშვსო! სრულად წიაკითხეთ mshoblebi.ge-ზე.