ამბობენ, რომ რაც უფრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია ქალს, მით არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. გავერკვეთ ამ ფრაზის სიმართლეში...
მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია იკვლევენ ადამიანების ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყანაში. 2017 წლის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ადგილი - ნორვეგია;
- დანია;
- ისლანდია;
- შვეიცარია;
- ფინეთი;
- ნიდერლანდები;
- კანადა;
- ახალი ზელანდია;
- ავსტრალია;
- შვედეთი.
ამ ქვეყნებში ცხოვრების ყველაზე მაღლი დონეა. ამასთანავე, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ქალებს, ჩაცმის მიმართ ნაკლები მოთხოვნები აქვთ. აცვიათ, რაც კომფორტულია და ნაკლებად აინტერესებთ, მოდურია თუ არა მათი სამოსი. მაგალითად, დანიაში ან ჰოლანდიაში ქუჩაში მოსეირნე წყვილს შეიძლება ეცვას ერთნაირი მაისური, კედი, შარვალი და ვერც გაარჩიოთ, რომელია გოგო ან ბიჭი.
შვედეთში ქალებს იშვიათად ნახავთ მინი-ქვედაკაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, დაყენებულ თმასა და სრულ მაკიაჟში. ამასთანავე, შვედეთი ბედნიერი ქვეყანაა.
იქნებ ბედნიერებაში იმაში არ მდგომარეობს, რომ მოდური სამოსი გვეცვას? იქნებ ბედნიერება უბრალო სამოსშია? იქნებ ადამიანი მაშინ ხდება ბედნიერი, როცა არ ცდილობს, სამოსით სხეულის ესა თუ ის ნაწილი გამოკვეთოს. ბედნიერი ადამიანი კი ჯინსსა და მაისურშიც კმაყოფილია ცხოვრებით...