მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ, ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:
"კოლხურ უხერხულობას მინდა გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ...
შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა იცოდე... არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა... რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია... არცთუ ისე ცოტა ხანია ერთად ვართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი იყო გაბრაზება, გულისწყრომა, კამათი, გაბუტვა, მაგრამ ზღურბლს ვერც ერთი გადაცდა...
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში. მხოლოდ შენს თვალებს შერჩენილი უსასრულობით შემიძლია იქაურ უმნიშვნელო "შუკაზეც" ვისაუბრო... თვალების სიმწვანეში დღემდე დაფრინავენ თოლიები, დაცურავენ კელასურის ოქროს თევზები, ღელავენ პალმები და მაგნოლიები... ეს ყველაფერი კი მეტია, ვიდრე ენგურს გაღმა დარჩენილი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა. გაგრძელება