5 წლის ტყუპმა - ერეკლე, ელენე და ელისაბედ ჭრელაშვილებმა დღეს პირველად შეაღეს 69-ე ბაღის კარი. ბუნებრივია, მათთვის სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოსმა, რომლითაც ისინი ბაღში მოვიდნენ, კიდევ უფრო დიდი ემოციების გამოწვევა შეძლო და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაც მოაქცია ბავშვები.
თუ როგორი იყო ტყუპი ბავშვების პირველი დღე საჯარო ბაღში, ამის შესახებ სასაუბროდ mshoblebi.ge ტყუპების დედას, ნინო შურღაია-ჭრელაშვილს დაუკავშირდა.
- როგორ გაჩნდა ამ სამოსის იდეა, რომელიც ბავშვებს ეცვათ ბაღში მისვლის პირველ დღეს?
- ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით. "დოლჩე და გაბანას" კოლექციიდან შევარჩიეთ სამოსი. ცხოვრება ჭრელია, გვინდოდა გარშემო მყოფები გაგვეხალისებინა.
- ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვების მამამ არ გაიზიარა თქვენი იდეა...
- ჩამოვუტანეთ პერანგი, მაგრამ არ ჩაიცვა, მე გამორჩეული უნდა ვიყოო. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდით, რომ ბაღი გვეწყებოდა. რადგან ახალ ბაღში მივდიოდით, როგორც მითხრეს, ბაღი ვერ ასწრებდა სარემონტო სამუშაოების დამთავრებას და შეიძლებოდა 20-სთვისაც ვერ მოესწროთ ბაღის გახსნა. ბაღიდან წუხელ დაგვირეკეს 11 საათზე, ბავშვები აგარაკზე იყვნენ ტაბახმელაში და ჩამოვიყვანეთ.
- პირველად მიიყვანეთ ბავშვები ბაღში?
- დიახ. პირველად მივიყვანეთ ბაღში. აქამდე არსად არ დადიოდნენ.
- თვალში საცემი სამოსით ბაღში მისულებს როგორ შეგხვდნენ? სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე