წელიწადის დროს, რომელშიც დაიბადეთ, შეუძლია ზეგავლენა იქონიოს პიროვნების ტიპზე და ის განსაკუთრებულად ვლინდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
გთავაზობთ გაერკვიოთ, პიროვნების რომელი ასპექტები იხსნება იმის მიხედვით, თუ წელიწადის რომელ დროს დაიბადეთ.
გაზაფხულზე დაბადებულები:
მუდამ სიყვარულით უსმენთ ახლობლებს. მოგწონთ სხვების დახმარება, რის გამოც ნამდვილ რაინდად მიგიჩნევენ. მყარად გაქვთ გადაწყვეტილი, სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ. საკმაოდ გულღია და თავდაჯერებული ხართ, თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, გიყვართ თავგადასავლების განცდა სხვა ადამიანებთან ერთად.
ზაფხულში დაბადებულები:
დამოუკიდებელი ხართ და იოლად წყვეტთ ნებისმიერ პრობლემას. თქვენი საუკეთესო აქტივი - შემოქმედებაა. თუ ბოლოს და ბოლოს დროს გამონახავთ შემოქმედებისთვის, შეძლებთ მოდუნებას და დასვენებას. გულწრფელი ხართ და არასოდეს ატყუებთ ახლობლებს. ნუ მისცემთ ნეგატიურ აზრებს თქვენზე ზემოქმედების საშუალებას. ადამიანებს მოსწონთ თქვენთან დროის გატარება, რადგან მათთვის იდეალური მოსაუბრე ხართ.
შემოდგომაზე დაბადებულები:
გიყვართ ყველაფრის წინასწარ გათვლა, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ. იოლად ავლენთ ტყუილს. გიყვართ სერიოზული საუბრები ახლობლებთან, ეს გადუნებთ. ყველაფრის გაზიარება გსურთ, იქნება ეს ცუდი ამბავი თუ კარგი. ადამიანებს თქვენი ნათელი გონება მოსწონთ. ბევრი რამ გამოსცადეთ ცხოვრებაში. ამიტომ სასარგებლო რჩევების მიცემა შეგიძლიათ.
ზამთარში დაბადებულები:
გიჭირთ ვინმესთვის დახმარებაზე უარის თქმა. არ მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორც კი ვინმეს გულს გადაუშლით, ამ ადამიანს ასე უბრალოდ ვერ უშვებთ. მუდამ თავდაჯერებული ხართ. ბევრს მოსწონს თქვენი გულწრფელობა და საუკეთესო მეგობრად მიგიჩნევენ, სიამოვნებით ატარებენ თქვენთან დროს.