იაპონელმა მსახიობმა მიკი რიუსუკემ ახლახან აღმოაჩინა საინტერესო მეთოდი, რომელიც დაეხმარა, მოეშორებინა ზედმეტი 13 კგ და 12 სმ წელის გარშემოწერილობა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში.
ვარჯიში, რომელიც ექიმმა წელის ტკივილისთვის დაუნიშნა, მისთვის აღმოჩენა გახდა - მსახიობი სულ მალე მიხვდა, რომ ეს წონის კლების საუკეთესო მეთოდი იყო. ამასთან, მიკის ვარჯიში დღეში მხოლოდ 2 წუთს ართმევდა.
რიუსუკემ წონის კლების ამ მეთოდს "გრძელი სუნთქვა" დაარქვა. ტექნიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიიღოთ გარკვეული პოზიცია და შეასრულოთ სამწამიანი სუნთქვითი ვარჯიში, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქოთ სამი წამის განმავლობაში.
ევროპელი ექიმები სუნთქვითი ვარჯიშის ეფექტურობას წონის კლებისთვის იმით ხსნის, რომ ცხიმი ჟანგბადისგან, ნახშირჟანგისა და წყალბადისგან შედგება. როცა ჟანგბადი, რომლითად ვსუნთქავთ, აღწევს ცხიმის უჯრედებამდე, ის შლის მას კომპონენტებად (ნახშირბადად და წყლად). ამიტომაც, რაც მეტ ჟანგბადს მოიხმარს ჩვენი ორგანიზმი, მით მეტი ცხიმი იწვება.
შეასრულეთ ვარჯიში დღეში 2-10 წუთის განმავლობაში:
* დადექით და გამოსწიეთ ერთი ფეხი წინ, ხოლო მეორე - უკან.
* დაჭიმეთ დუნდულები და გადაიტანეთ წონა უკანა ფეხზე.
* დაიწყეთ ნელა ჩასუნთქვა 3 წამის განმავლობაში, თან ხელები გადაიტანეთ თავს უკან.
* შემდეგ ამოისუნთქეთ სიძლიერით 7 წამის განმავლობაში, ამასთან, დაჭიმეთ მთელი სხეულის კუნთები.
გარდა იმისა, რომ ვარჯიშის ეს მეთოდი, ექსპერტების თქმით, აძლიერებს სხეულის კუნთებს, ის აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ასევე იხილეთ:
ამ ერთი მარტივი მოძრაობით ასობით ადამიანმა დაიკლო წონაში! საჭიროა დღეში მხოლოდ 1 წუთი... (+ვიდეო)