ზოგი თვისება წლებს გვმატებს. გადახედეთ პროდუქტებს, რომლებსაც მიირთმევთ; პოზას, რომელშიც გძინავთ; ყოველდღიურ ჩვეულებებს...
1. უარს არ ამბობთ დესერტზე
მასში შემავალი შაქარი იწვევს თვალების ჩაშავებას, კანის მობერებას, ღრმა ნაოჭების გაჩენას.
2. ხუთ საათზე ნაკლები გძინავთ
7 საათი ოპტიმალური ვარიანტია ძილისთვის. უძილობა ენერგიის ნაკლებობას იწვევს. ყურადღება გეფანტებათ და წონაში იმატებთ.
3. ტელევიზორზე ხართ მიჯაჭვული
კვლევით დადგინდა, რომ ადამიანი, რომელიც 30 წუთი ზის ტელევიზორის წინ, იმატებს წონაში. ხშირად ადექით, გაიარ-გამოიარეთ. გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში. დადგენილია, რომ ადამიანი, რომელიც დღეში ექვს საათს ტელევიზორთან ატარებს, 5 წლით ნაკლებს ცოცხლობს.
4. მთელი დღე ზიხართ
თუ გსურთ აიცილოთ: თირკმელებისა და გულის დაავადება და გასუქება, დროდადრო ადექით, გაიარ-გამოიარეთ, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში.
5. არ იყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს
ულტრაიისფერი სხივები კანის დაბერებას, ღრმა ნაოჭების გაჩენას იწვევს.
6. ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟს იკეთებთ
კოსმეტიკის ჭარბი გამოყენება აბერებს კანს. გარდა ამისა, მათში შემავალი სპირტი აშრობს კანს, იწვევს ნადრევი ნაოჭების გაჩენას.
7. ივიწყებთ კრემის წასმას
განსაკუთრებით, თვალის გარშემო, სადაც მიმიკური ნაოჭები ყველაზე ადრე ჩნდება.
8. ბალიშში თავჩარგულს გძინავთ
დაიძინეთ ზურგზე, რათა ბალიშმა ნაოჭები არ გაგიჩინოთ.
9. თქვენს სახლში ზედმეტად ცხელა
მშრალი ჰაერი აშრობს კანს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარეთ ძალიან ცივა, შინ კი გათბობა გაქვთ ჩართული, ოთახში ჩამოკიდეთ სველი პირსახოცი, რათა ტენიანობა აღდგეს.
10. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები
ზოგიერთი ცხიმი სასარგებლოა კანისა და გულისთვის. გაამდიდრეთ რაციონი ომეგა 3-ის ცხიმებით. აგრეთვე, ცხიმიანი თევზით, თხილეულით, სელით.
იხილეთ ასევე: „ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის!