ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. საინტერესოა, რა გელით დღესასწაულის დადგომამდე.
ვერძი
დილემის წინაშე აღმოჩნდებით: გაუშვათ თუ შეინარჩუნით? უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ უკეთესს იმსახურებთ.
კურო
დაბნეული ხართ, არ იცით, სწორ გზაზე დგახართ თუ არა. ეცადეთ, შიშებს არ აჰყვეთ, იყავით მიზანმიმართული და არ იფიქროთ წარსულზე.
ტყუპი
ცვლილებების წელი გამოიარეთ. ზოგჯერ იყო აღმაფრენა, ზოგჯერ იმედგაცრუება. შედეგები უნდა გამოიტანოთ და გამარჯვებისთვის იბრძოლოთ.
კირჩხიბი
წარსულში დარჩა ყველაფერი ცუდი. ამოისუნთქეთ და დატკბით ბედნიერი აწმყოთი, კიდევ უფრო ბედნიერი მომავლის იმედით.
ლომი
ალბათ თავადაც გიკვირთ, როგორ აკეთებდით ყოველდღე ერთსა და იმავეს. არ შეიშალეთ ან ვიღაც არ მოკალით. დაელოდეთ, სიყვარული მალე შეამოაღებს თქვენი გულის კარს.
ქალწული
კარიერაში წინ მიიწევთ. რაც შეეხება სიყვარულს, მის მოსაპოვებლად მსხვერპლის გაღება მოგიწევთ.
სასწორი
მიიღეთ სამყარო ისეთი როგორიცაა. მოხდა? გამოიტანეთ დასკვნები და გააგრძელეთ ცხოვრება. თუ სულ წარსულში იქექებით, მომავალში ვერაფერს შექმნით.
მორიელი
როგორც ყოველთვის ბრძნულად, მაგრამ მუდამ მარტო უმკლავდებოდით ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენი ღირსეული მეწყვილე გახდება.
მშვილდოსანი
გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგაფასებთ და ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენ გვერდით.
თხის რქა
გაგიმართლებთ და სიყვარულს იპოვით. ზოგჯერ გონება უნდა გამორთოთ და გულის კარნახით იმოქმედოთ.
მერწყული
გაუშვით წარსული და იპოვით სიყვარულს, რომელიც გაგაბედნიერებთ. ეცადეთ, სხვისმა მოსაზრებამ სიმშვიდე არ დაგინგრიოთ.
თევზები
სიყვარული ბედნიერს გაგხდით, მოგცემთ ძალას, რომ იბრძოლოთ მიზნების მისაღწევად. ვიზუალურადაც კი გალამაზდებით.