შეგიძლიათ, დახარჯოთ მთელი ქონება ძვირად ღირებულ კრემებსა და პროცედურებზე, ნაოჭების გასასწორებლად, მაგრამ არსებობს უმარტივესი საშუალება, რომელსაც ანალოგიური ეფექტი აქვს და უიაფესია, აცხადებს Yo Amo Los Zapatos. ეს საშუალება კი ჩვეულებრივი კვერცხის ცილაა.
კვებისა და სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკთა გუნდმა გააანალიზა კვერცის ცილის თვისებები. დასკვნა შემდეგნაირი აღმოჩნდა: მასში დაახლოებით 69 სხვადასხვა ცილა შედის, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ნაოჭები 60 %-ით.
ანუ მას იგივე მოქმედება აქვს, რაც ბოტოქსს!
ამასთან არც სახის კუნთების პარალიზებას იწვევს.
აი, კვერცხის ცილის მთავარი უპირატესობანი:
ის არა მხოლოდ არბილებს კანს, ებრძვის და ამცირებს ნაოჭებს, არამედ...
ატონიზირებს კანს, რადგან აქვს რბილი პილინგის ეფექტი - აცილებს კანიდან მკვდარ უჯრედებს.
ამცირებს შეშუპებას თვალის ქვეშ. ამასთან აღიავებს ამ ადგილას კანს.
კვერცხის ცილა აკონტროლებს საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ამიტომაც ამცირებს კანის სიპრიალეს.
კვერცხის ცილა ხელს უშლის კანის მოშვებას და კრავს ფორებს.
კვერცხის ცილის მეშვეობით შეგიძლიათ გაიქროთ კანის ნებისმიერი გაღიზიანება.
როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ცილა?
საუკეთესო გადაწყვეტილებაა, გამოიყენოთ კვერცხის ცილა, როგორც ნიღაბი. ამასთან აუცილებელი არ არის, წაისვათ მხოლოდ ცილა. შეგიძლიათ დაუმატოთ
სხვა სასარგებლო, ნატურალური პროდუქტები: თაფლი, ზეითუნის ზეთი ან შვრიის ფანტელი.
მოგვწერეთ თქვენთვის ცნობილი და ნაცადი ნიღბები, რომლებშიც შედის კვერცხის ცილა.