თუ ბინის გახალისება გსურთ, რემონტის ფული კი არ გაქვთ, მიბაძეთ ავსტრალიელი მეგობრების მაგალითს, რომლებმაც უსახური კედელი არტ-ობიექტად გადააქციეს.
დაგჭირდებათ: საიზოლაციო ლენტი ან მღებავების სკოჩი, სხვადასხვა ფერის საღებავი (თქვენი სურვილით), ფუნჯები.
კედელზე სკოჩი ისე მიაწებეთ, რომ სასურველი ფიგურები მიიღოთ.
მიღებული ფიგურები სხვადასხვა ფერით შეღებეთ. სასურველია, ფერები ერთმანეთს უხდებოდეს.
გაფრთხილდით, რომ საღებავი სკოჩის საზღვრიდან არ გადავიდეს.
როცა საღებავი გაშრება, ფრთხილად მოხსენით სკოჩი.
ახლა კი დატკბით იმით, რაც გამოვიდა. თქვენს სტუმრებს ეგონებათ, რომ თქვენი ოთახი ცნობილმა დიზაინერმა შექმნა.
იხილეთ ვიდეო