იმის ფონზე, რომ მსოფლიო მოდას ახალ ტენდენციებს ქართველი დიზაინერი, "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია კარნახობს.
შესაბამისად, მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ სფეროსადმი ყურადღება საქართველოს მიმართ ე.წ. ფეშენისტების მხრიდანაც დიდია. ამას მოდის კვირეულების არსებობა და საერთაშორისო სტუმრების ვიზიტიც მოწმობს. თუმცა ამჯერად სულ სხვა ამბავზე მოგითხრობთ.
ალბათ, შეიძლება გაგიკვირდეთ და გაოცებული დარჩეთ ჩვენი ინტერვიუს შემდეგ, როდესაც გაიგებთ, რომ ცნობილმა იტალიურმა სახლმა „დოლჩე გაბანამ“ ქართველ დიზიანერს იდეა მოჰპარა. საქმე იმაშია, რომ მათი ცნობილი კოლექცია ყვავილების პრინტით, მანანა გოგლიჩიძის ლუქების „კოპირებაა“. ოღონდ ამ შემთხვევაში თუთიყუშები ყვავილებმა ჩაანაცვლეს.
ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც წარმოუდგენელია, რომ ცნობილი იტალიური სახლი პლაგიატობაში დავადანაშაულოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ქართველ დიზაინერს დავკავშირებოდით და უფრო დეტალურად გაგვერკვია ეს ბურუსით მოცული ისტორია.
წაიკითხეთ ინტერვიუ და დაათვალიერეთ ფოტოები