თუკი თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც რატომღაც ძველი ნივთების შეგროვება და შენახვა მოსწონთ, ალბათ, ხშირად ამა თუ იმ ნივთს მისი ისტორიის გამოც ინახავთ ან გარკვეულწილად აიგივებთ მას მჩუქებელთან.
მაგრამ ოდითგანვე არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მიერ ნაცადი დამოკიდებულება თემაზე, რომ გაფუჭებული, დაზიანებული ან მწყობრიდან ასე თუ ისე გამოსული ნივთების სახლში გაჩერება საშიშია.
შესაბამისად, კარგად უნდა დააკვირდეთ, იქნებ თქვენთვის ესოდენ საყვარელ რელიკვიას საერთოდაც უბედურების მოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში?
გთავაზობთ იმ ნივთების "შავ სიას", რომლის სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად კრძალავენ.
1. დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი - იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
2. დაბზარული ჭურჭელი - ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს იზიდავს.
3. გატეხილი სარკე - ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის "შავი ენერგეტიკის" დასაფუძნებლად.
4. საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან - საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
5. ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით - თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
6. ნახატები ცხოველების ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში. განაგრძეთ კითხვა