ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნით დაბადებულ ადამიანს გააჩნია ცხოვრებაში პერიოდები, როცა უამრავი პასუხისმგებლობისა და საქმის გამო თავს ძალაგამოლეულად და დემობილიზებულად გრძნობს.
ასეთ პერიოდში ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, უარი ვთქვათ ყველაფერზე და უბრალოდ, ერთი კარგად გამოვიძინოთ. თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია? ასტროლოგები გვთავაზობენ ალტერნატიულ მეთოდს - თუ როგორ უნდა ავიმაღლოთ სასიცოცხლო პოტენციალი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ვერძს განწყობას გაუუმჯობესებს და ენერგიაზე მოიყვანს ავტომანქანის ჩქარა ტარება ან სახიფათო სპორტი.
კუროსთვის იდეალური გზა საიმისოდ, რომ სასიცოცხლო პოტენციალი აიმაღლოს, არის ის, რომ ეწვიოს ქალაქის ყველაზე განთქმულ რესტორანს და თავი გაინებივროს იშვიათი კერძებით.
ტყუპისთვის იდეალური რელაქსია ახალი წიგნების აღმოჩენა და კითხვა ან სულაც დიდი ხნის უნახავ მეგობართან ტელეფონით მასლაათი.
კირჩხიბისთვის სასიცოცხლო ენერგიის წყარო ოჯახური ვახშმის მოწყობაა. როცა თავისიანებს ხედავს, მით უმეტეს, როცა აქვს შანსი, ყველა ეს ადამიანი "დააპუროს", კირჩხიბი ენერგიით ივსება.
ლომისთვის იდეალური მეთოდი სასიცოცხლო ძალების აღსადგენად არის რომელიმე ცხელ ქვეყანაში "გაპარვა", იქ, სადაც ბევრი მზეა. ან სულაც სოლარიუმის მონახულება.
ქალწულისთვის საუკეთესო გზა განსატვირთად არის გამაჯანსაღებელი სპა-პროცედურები, მასაჟი და ცურვა.
სასწორი ენერგიას უცებ აღიდგენს, თუკი საგამოფენო დარბაზს ან თეატრს მოინახულებს.
გაგრძელება