საქართველო დიდი ხანია, ტურისტებისთვის არ ასოცირდება ქვეყნად, სადაც მხოლოდ გემრიელი საჭმელი, შესანიშნავი ღვინო და კეთილგანწყობილი ხალხია.
ახლა ეს ქალაქი წელიწადში ორჯერ ხდება მოდის ნამდვილი ცენტრი: დედაქალაქში ტარდება ჩვენებები მოდის კვირეულის ფარგლებში (ბოლო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 6 ნოემბერს დასრულდა), რომლის დროსაც აქ მსოფლიო გამოცემების რედაქტორები და მოდის მიმდევრები ჩამოდიან.
მარტო ანუკი არეშიძე რად ღირს, რომელსაც თბილისის პირველ ლედის უწოდებენ და მელანია ტრამპს ადარებენ.
და ის არ გახლავთ ერთადერთი, რომელზეც ღირს ყურადღების მიქცევა. არიან კიდევ სხვებიც, ვისზე დაკვირვებაც ნამდვილი სიამოვნებაა. ამისათვის საუკეთესო საშუალება გახლავთ, გახდეთ მათი ხელმომწერი "ინსტაგრამზე".
სოფო ჭყონიას მადლიერნი უნდა იყვნენ მოდის მოყვარულები Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთვის. ის გახლავთ ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი და კრეატიული დირექტორი. მას "ინსტაგრამზე" 17,5 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ სოფო არცთუ ისე ხშირად უზიარებს ხელმომწერებს ფოტოებს, მის ექაუნთში აღმოაჩენთ გასული საუკუნის სტილის გურუების შთამაგონებელ კადრებს.
4. ნატა ბერაძე
ნატა კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი მოდელია. შეიქმნა შეგრძნება, თითქოს მოდის ბოლო კვირეულის დროს მან ყველა ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მას ქასთინგ-დირექტორებმა მიაქციეს ყურადღება. ეს გასაკვირიც არ არის, ნატას სილამაზით ტკბობის სურვილი ყველას უჩნდება. ამიტომ შეგიძლიათ გახდეთ მისი ხელმომწერი "ინსტაგრამზე".