...რომ უფრო მეტი სიხარული მოიტანოს მან!
ნუ ეცდებით გამოცნობას
მაშინაც კი, თუ კარგად იცნობთ ადამიანს, მცდელობა იმისა, თუ რა მოეწონება მას, ჩიხში შეგიყვანთ. გემოვნება და განწყობა იცვლება, ხოლო იმას, რაც ძალიან გინდა, თავადაც იყიდი. თუ აუცილებლად გინდათ ჰკითხოთ, რა უფრო გაუხარდება, მაშინ რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეთ. არჩეულ საჩუქარს კი სასიამოვნო, უმნიშვნელო წვრილმანი რამე დაუმატეთ.
გააკეთე თავად
ბევრი თვლის, რომ ნამდვილი საჩუქარი აუცილებლად მაღაზიაში უნდა იყოს ნაყიდი. გამოკითხვებმა კი დაამტკიცა, რომ საკუთარი ხელით შექმნილ, უნიკალურ ნივთებში, რომლებიც გარკვეულ ხასიათს ატარებს, ადამიანები მზად არიან 15–20-ით მეტი გადაიხადონ. ხელით ნაქსოვი შარფი, პორტრეტი შეკვეთით ან ხელნაკეთი სამკაული ის საჩუქრებია, რომლებიც სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას გამოხატავს.
ჰობი და გართობა
აღმოჩნდა, რომ შესანიშნავი იდეაა, აარჩიოთ სწორედ ასეთი საჩუქარი. გაარკვიეთ, რა სახის გართობა უფრო მოსწონს. ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ სასაჩუქრე ბარათი.
არ აჩუქოთ ძალიან ძვირად ღირებული საჩუქრები - წინასწარი შეთანხმების გარეშე
წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებთ. ის იფიქრებს იმაზე, რომ საჭიროა „სიმეტრიული“ პასუხი.
რა არ უნდა აჩუქოთ ახალ წელს