გარდატეხის ასაკში გამონაყარი ყველას აწუხებს, მაგრამ ჩემი კანი ვერა და ვერ "გარდატყდა" და შავმა წერტილებმა სარკეში ჩახედვა შემაძულა.
წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, მაკიაჟის ქვემოდან შავი წერტილები რომ შემოგეფეთებიან თვალებში. რა აღარ ვცადე, მაგრამ ფერიმჭამელები ფერთან ერთად ნერვებსაც უფრო და უფრო მიჭამდნენ. ასე გაღიზიანებული ერთხელ ბებიამ დამინახა და ჩვეული მზრუნველობით მომესიყვარულა. ჩემი გასაჭირი რომ გავუზიარე, თავისი რჩევები შემომაგება და თან მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც მითხრა, დედაშენს სწორედ ამ საშუალებამ უშველაო. ხალხურ მეთოდებს არასდროს ვენდობოდი, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და ვცადე, თან ეს ჩემი ბოლო იმედი იყო.
მოკლედ, ბებიას რჩევა რომ არა, კიდევ დიდხანს მომიწევდა სიარული შავ-თეთრი ცხვირით და ფერიმჭამელებით "გაფერადებული" შუბლით. მინდა, სახის მოვლის ეს მეთოდი თქვენც გაგიზიაროთ. იმედია, თვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე...
შვრიის ფანტელები და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებულ ფხვნილი გახსენით თბილ წყალში და მოურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე.
ცხელი შხაპის შემდეგ წაისვით მომზადებული ნაზავი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. კარგად შეიზილეთ შავი წერტილების ადგილებში. მას შემდეგ, რაც მთელ სახეს ფაფით დაფარავთ, გაიჩერეთ 5 წუთი. სახე ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ მსუბუქი კრემი წაისვით.