მსოფლიოში არსებული მრავალფეროვანი ბოსტნეულიდან ერთი ყველაზე სასარგებლოს გამორჩევა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ 8 სასარგებლო ბოსტნეული, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში, თუ გსურთ, ჯანმრთელი იყოთ.
1. კომბოსტო
იცოდით, რომ ყველაზე იაფი კომბოსტო ბოსტნეულს შორის ყველაზე სასარგებლოა? დიდი რაოდენობით უჯრედისის გარდა, ის უნიკალურ ვიტამინს, U-ს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა მუცლის დაავადებების და გასტრიტის დროს. ხოლო ვიტამინი C კომბოსტოში გაცილებით დიდი რაოდენობითაა, ვიდრე მანდარინსა და ფორთოხალში.
2. ბროკოლი
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო დიეტური ბოსტნეულია. ბროკოლი შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, ანტიოქსიდანტებს და უჯრედისს - რეკორდული რაოდენობით.
3. სტაფილო
სტაფილოს უნიკალური თვისება იმაში მდგომარეობს, რომ თერმული დამუშავების შემდეგაც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მდიდარია მაგნიუმით, თუთიით, ვიტამინებით E და C.
4. ჭარხალი
ჭარხალი მდიდარია იმ ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობით. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.
5. ბადრიჯანი
ბადრიჯანს აღმოსავლეთში „დღეგრძელობის ბოსტნეულს“ ეძახიან. ეს ბოსტნეული დადებით გავლენას ახდენს ტვინის მუშაობასა და მეხსიერებაზე.
6. ყაბაყი
შეიცავს ლუტეინს, "ცე" ვიტამინს, ბეტა-კაროტინს და ფიტონუტრიენტებს.
7. ნიორი
ზამთრის სეზონის მთავარი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ბოსტნეული.
8. კარტოფილი
მდიდარია ვიტამინებით С და В. შეიცავს სასარგებლო სახამებელს, რომელიც ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდის სტიმულირებას.