ქორწილის დღეს ყველა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და მოხდენილია. ყველას სურს, ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციოს. წელს მართლაც ბევრი ცნობილი ქართველის ქორწილი დაგვამახსოვრდა:
ოქტომბრის შუა რიცხვებში ბლოგერი გურამ შეროზია ხატია ჯოხაძეზე დაქორწინდა. შემოდგომის ამ ქორწილის ფოტოებმა მთელი სოციალური ქსელი გააფერადა. (იხილეთ ვიდეო)
მაკა ასათიანის ვაჟის, კახის რჩეული ნანიკო კლდიაშვილია, რომელთაც ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს, გრანდიოზული ქორწილი კი "შატო მუხრანში" გაიმართა, სადაც თითქმის მთელი თბილისის ბომონდს მოეყარა თავი. მომხიბვლელ პატარძალს დიზაინერ ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი ბრწყინვალე კაბა ამშვენებდა.
წლის ყველაზე გემოვნებიანი პატარძალი სასტუმრო "ივერია ინნ"-ის დირექტორის მოადგილე თეოა, რომელმაც ELIE SAAB-ის კაბა მოიხდინა და ბავშვობის ოცნება აისრულა. (იხილეთ სტატია, ფოტო, ვიდეო)
გასულ წელს “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ზურა ნიჟარაძეც (მერაბ დარჩია) დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა. ზურას და მის რჩეულ ნათიას უამრავმა ადამიანმა მიულოცა ეს დღე. სტუმრებს შორის იყვნენ სერიალ "ჩცდ"-ის მსახიობები, მომღერლები, "კომედი შოუს" ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ადამიანები. მერაბ სეფაშვილმა წყვილს საგანგებოდ უმღერა.
2017 წელს დაოჯახდა მომღერალი ზუკა ხუციშვილიც. მისი რჩეული, ქეთუშა მანიაშვილია. წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა. ზუკამ საყვარელ ქალს ხელი თბილისის ანძაზე იანვარში სთხოვა.
მარიამ ელიაშვილი
ქართველი გოგონა, რომელმაც Elie Saab-ის კაბით იქორწინა - "ჩემთვის არ არსებობს ოცნება, რომელიც აუხდენელი რჩება..."