ფაქტია, ქართულ ბაზარზე მრავლადაა წარმოდგენილი სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები. მათი პროდუქტები, როგორც წესი, ერთმანეთის მსგავსია, თუმცა არსებობს მაინც განსხვავებები, რომელთა ცოდნაც და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება შეამცირებს ჩვენს დანახარჯებს და სესხით სარგებლობის მთლიან პროცესს უფრო კომფორტულსა და პრაქტიკულს გახდის.
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სწორი ონლაინ სესხის შერჩევას დავიწყებთ? პირველ რიგში, მოგიწოდებთ, სწრაფი ონლაინ სესხებით სარგებლობის გადასწყვეტილება ნუ იქნება იმპულსური, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისამებრ. თუ ონლაინ სესხების სარგებლობა გარდაუვალია, მაშინ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენ ხანში შევძლებთ სესხის დაფარვას. თუ გვჭირდება 500-700 ლარი, მაშინ შეგვიძლია, ვისარგებლოთ 1-თვიანი მომსახურებით; თუ მეტი გვჭირდება, სამწუხაროდ, 500 და მეტი ოდენობის თანხებს თითქმის ყველა შემთხვევაში მინიმუმ 3 თვით გასცემენ. აუცილებელია, წინასწარ გადავწყვიტოთ, გრძელვადიანი სესხით გვსურს სარგებლობა თუ მოკლევადიანით, რადგან ისინი სხვადასხვა კატეგორიის სესხებია და ერთმანეთთან შედარება სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლით, როგორც წესი, ზუსტ ვერდიქტს ვერ გამოგვატანინებს. ამიტომ მოკლევადიან სესხებს ვადარებთ მოკლევადიანებს და გრძელვადიანებს, შესაბამისად, ხანგრძლივებს.
რა ფინანსური მაჩვენებლებით(ფაქტორებით) უნდა შევადაროთ სწრაფი online sesxebi ერთმანეთს? პირველ რიგში, ესაა საპროცენტო განაკვეთი. აუცილებლად უნდა გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტის(სესხის) როგორც ნომინალურ, ასევე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. შემდეგი ფაქტორია სესხის ვადა. გასაგებია, რომ მოკლევადიანი სესხების შემთხვევაში ეს ვადა 35 დღეს არ აჭარბებს, თუმცა გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში პერიოდი შეგვიძლია შევარჩიოთ როგორც 12 თვემდე, ისე 36-მდე და 48-მდეც კი. ასევე აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია, რა ასაკიდან გასცემს კონკრეტული კომპანია სესხებს და ასევე, წლოვანების ზედა ზღვარი. როგორც წესი, კომპანიების უმეტესობა 20 წლიდან გასცემს, ზედა ზღვარი კი საპენსიო ასაკით განისაზღვრება (თუმცა გვხვდება ერთეული ვარიანტები, რომლებიც სესხებს სრულწლოვნობის ასაკიდან გასცემენ და ასევე კომპანიები, რომლებიც სესხებს პენსიონერებზეც გასცემენ). მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ კომპანიების სამუშაო გრაფიკი, მუშაობენ თუ არა ისინი უქმე დღეებში, ან თუნდაც სამუშაო დღეს შევძლებთ თუ არა სესხის აღებას, დავუშვათ, 18:00 საათის შემდეგ. როდესაც სესხით სარგებლობა უმოკლეს დროში გვჭირდება, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მრავლადაა სხვადასხვა მომენტი, რომლის გათვალისწინებაც არ იქნება ურიგო, როგორებიცაა, მაგალითად: იდენტიფიკაციის პირობები, გადავადების პირობები, ხელშეკრულებისა და სხვათა საფასური და სხვა.
როგორც ხედავთ, სწორი ონლაინ კრედიტის შერჩევა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. პირველ რიგში, უნდა მოვიძიოთ ყველა ონლაინ სესხი, შემდეგ მათი მახასიათებლები და ამის შემდეგ ერთმანეთს შევადაროთ ამ მახასიათებლების მიხედვით. თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავაკეთეთ და გთავაზობთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ონლაინ სესხს თავისი ძირითადი მახასიათებლებით სწრაფი ინტერნეტკრედიტების კატალოგში, mome.ge-ზე.
ჩვენთან შეძლებთ, შეადაროთ ერთმანეთს მოკლევადიანი, გრძელვადიანი და ავტოსესხები. თუ შერჩევისას დახმარება დაგჭირდათ, ყოველთვის მზად, ვართ გაგცეთ პასუხი ონლაინ დახმარების ფორმის ან მეილის საშუალებით. ჩვენი გუნდი სისტემატურად ანახლებს ონლაინ სესხების პირობებს, ამატებს ახალ სესხებს. ნებისმიერი დივაისიდან შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მოხმარება 100%-ით გამართულად. ვებგვერდზე გთავაზობთ ასევე ბლოგს, სადაც მრავლად ნახავთ საინტერესო და სახალი ინფორმაციას. Mome.ge - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!