ჩემს 33-ე დაბადების დღეზე გამიჩნდა პირველი შვილი - გოგონა, წლინახევრის შემდეგ კი - მისი და. „რა კარგია, - ვფიქრობდი, - მეც ხომ გოგო ვარ, ადვილად გავუგებ ჩემს შვილებს. არა მგონია, რაიმე სირთულეს შევხვდე“.
მალე აღმოჩნდა, რომ იყო გოგო და აღზარდო გოგოები, არ არის ერთი და იგივე. დარწმუნებული ვარ, როდესაც მოზარდები გახდებიან, შევეჯახები სხვადასხვა პრობლემას. გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც 10 წლის დედობის მანძილზე დამიგროვდა. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ადრე არ ვიცოდი.
1. მეგონა, რომ ჩემს შვილებს არ მივცემდი უფლებას, რეკლამის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. პატარა პონები, სპანჯ-ბობი, დისნეის პრინცესები, მინიონები - მინდოდა ამ ყველაფრისგან დამეცვა. მხოლოდ მულტფილმები -კი ბატონო. მაგრამ არ არის აუცილებელი გმირების შემოჭრა ბავშვთა ოთახში.
როდესაც ეს პერსონაჟები ყველგანაა, შეწინააღმდეგება გიჭირს. ისინი ყველგან არიან, ყველა მაღაზიის დახლზე - სადაც არ უნდა წახვიდეთ. ფიგურების, ჟურნალების, საღამურებზე ნახატის სახით, საბავშვო ბაღში, მეზობლის ბავშვებთან, ჩემი მეგობრების შვილებთან სახლში. რაც უფრო დამაჯერებლად ეუბნებით უარს გოგონებს, მით მეტად უნდათ. მოკლედ, უამრავი გმირი გვყავს სახლში - ჰელოუ კიტიდან დაწყებული, ვინქსებით დამთავრებული.
2. საკუთარი აზრის დაცვასა და „აურზაურის“ მოწყობას შორის მცირე ზღვარია. რაიმეს თქმა დამაჯერებელი ტონით და ყვირილი - ერთი და იგივე არ არის. არ არის მარტივი, არა მხოლოდ თავად შეასრულო ეს პირობა, არამედ ბავშვსაც ასწავლო.
3. საცვლები მათთვის უკვე მნიშვნელოვანია. არ მეგონა, ბავშვისთვის თუ ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორი საცვლები ეცმეოდა. მათ თავად უყვართ არჩევა. საცვალი უნდა იყოს არა მარტო მოსახერხებელი, არამედ ლამაზიც.
4. ვერსად გაექცევი გოგონების დრამებს. არა აქვს მნიშვნელობა, 7 წლის ხარ თუ 37-ის - მაინც მოგიწევთ წყენების გადატანა. საუკეთესო გასართობი, რაც მე და ჩემმა შვილებმა მოვიფიქრეთ - მუსიკის ჩართვა და ცეკვაა. გაგრძელება