ჯერ კიდევ ბავშვობაში მახსოვს, როგორ უვლიდა ბებია ყვავილებს. მათ არც ახალ წელს ივიწყებდა - როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ნაძვის ხე იყო, ის ბარაქის ხეს რთავდა.
სათამაშოები არ სჭირდებოდა, რამდენიმე ძველ გახვრეტილ ათკაპიკიანს წითელი ძაფით ჩამოაბამდა ტოტებზე, თან ამოწმებდა, ყვავილს ხომ არ ვაზიანებო. რამდენიმესაც ქოთნის მიწაში ჩაფლავდა და კმაყოფილი სახით სავარძელში ჩაეშვებოდა.
მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს რიტუალი. მეგონა, რადგან მშობლები ყურადღებას არ აქცევდნენ, არც მათ იცოდნენ. ერთხელაც მას ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი, ბებიამ კი ამ ხის ისტორიები მომიყვა.
თურმე, ხეს სინამდვილეში ზამიოკულკასი ჰქვია და აფრიკული ყოფილა. მისი გახარება არც ისე მარტივია, თუმცა სადაც ცხოვრობს, არც ერთ ოჯახს ფინანსურად არ უჭირს. ბებიაც დოვლათის მომტან ხეს ამ მიზნით ეფოფინება და ყოველ ახალ წელს ამ სიმბოლურ რიტუალსაც თურმე ამიტომ ატარებს.
მისი გარდაცვალების შემდეგ ტრადიციის გაგრძელება მე გადავწყვიტე. არ ვიცი, ოჯახის წევრების დამსახურებაა თუ ზამიოკულკასი, მაგრამ ფაქტია, მატერიალურად არასდროს გაგვჭირვებია.
თუკი გსურს ოჯახში ფული მიიზიდო, ეს ხრიკი უნდა გაიმეორო!