მომღერალ მაკა ზამბახიძის "შუ" თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, რომელიც მაკამ ჟურნალ „სარკეს“ გაანდო.
მომზადების წესი:
ქურაზე დადგით ღრმა ქვაბი, ჩაასხით 200 გ წყალი, მასში გაალღვეთ 250 გრ კარაქი და დაამატეთ 250 გრამი ფქვილი. ამ მასას უნდა ურიოთ ხის კოვზით. ცეცხლიდან როცა გადმოდგამთ, გაგრილდება და მიქსერით შეათქვიფეთ 4 ცალი კვერცხი. ამის შემდეგ თუნუქის ტაფაზე გაფინეთ ფოლგის ფურცელი, მოაყარეთ ფქვილი, საშუალო ზომის კოვზით ამოიღეთ ცომი, დადეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში. 30 წუთში გამოცხვება.
კრემის მომზადების წესი: კრემის მოსამზადებლად საჭიროა: ფქვილი 15 ს/კ, შაქარი 15 ს/კ, რძე 1 ლ, კარაქი ერთი შეკვრა.
1 ლიტრ რძეში გახსენით ფქვილი და შაქარი. შემდეგ მოადუღეთ და როცა გაცივდება, შეაზილეთ ერთი შეკვრა კარაქი. შემდეგ შუს შუაში გაჭრით და ერთ კოვზ კრემს ჩაუდებთ.