საქართველოს პირველი ლედის - მაკა ჩიჩუას გარდერობი ეპატაჟური ტანისამოსით არ გამოირჩევა. იგი უპირატესობას სადა, ელეგანტურ ჩაცმის სტილს ანიჭებს.
არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მოსწონს ქართველი დიზაინერების, განსაკუთრებით კი, დათუნა სულიკაშვილის ნამუშევრები და მას თვალდახუჭული ენდობა, თუმცა, პირველი ლედი არც ტანსაცმელების მეორეულ მაღაზიაში შეძენაზე ამბობს უარს. შემოქმედებით ნიჭს საკუთარი სტილისა და ტანსაცმლის შესაქმნელადაც იყენებს და დასძენს, რომ თუ ტანისამოსი მოსწონს, ბრენდს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
როგორც ყველა ქალის, მაკა ჩიჩუას გარდერობიც წლებთან და მოდასთან ერთად იცვლება. marao.ge-მ პირველი ლედის ძველი და ახალი სტილის შეფასება დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას სთხოვა:
"პასტელური ფერები ძალიან უხდება და კარგ ფერთა გამას ირჩევს. სწორად აქვს შერჩეული თმის ვარცხნილობაც, რაც მის ლუქს ბევრად ეფექტურს ხდის".
"ნუ, ჩემს გემოვნებაში ეს ლუქი ვერ ჯდება, თუმცა ის იხდენს. მარტივად რომ შევხედოთ, ეს ქალი თითქმის ყველანაირ სტილს ირგებს!"
"აქ საკმაოდ კარგი "სთაილი" აცვია. ეტყობა ამ ქალს, რომ ხშირად სტუმრობს ქართველ დიზაინერებს და არის მომხმარებელი ქართული ბრენდების. ფერი კარგია და ძალიან იხდენს კაბის სტილს, მომწონს".
"უბრალო, სადა ქეჟუალი და დიდად არნაფიქრი სამოსი, რაც ყველას გვჩვევია. სისადავეს აქაც არ კარგავს..."
"ფერების კონტრასტი, ჩემი აზრით, ოდნავ გადაჭარბებულია, თუმცა მაინც იხდენს და მეიქაფი და ვარცხნილობა შესაბამისი აქვს. უკეთესი იქნებოდა, ქვედაბოლო შავი ფერის ან მუქი ჭაობისფერი ყოფილიყო.
დაიხვეწა, აშკარად ტრენდების და მოდის სფეროთი დაინტერესებული გახდა და კარგი მრჩეველი ჰყავს... თუ ამას თვითონ აკეთებს, ესე იგი, ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს, რაც სულ უნდა ჰქონოდა! ასეთი ხარ ან საერთოდ არ ხარ. ასე რომ, აშკარად პროგრესი აქვს ამ ქალს!", - ამბობს დიზაინერი ნიკოლას ქანთარია.
მარიამ ელიაშვილი