ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ვინმეს პოსტს ძალიან გაუღიზიანებიხართ. ზოგჯერ შესაძლოა თავადაც ვერ ხვდებოდეთ, თუ რა იყო ამის მიზეზი.
სოციალურ ქსელებსაც აქვს თავისი ეტიკეტი და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ.
- პოსტავთ ყველაფერს, რაც მარტო დედათქვენს თუ დააინტერესებდა. ის, თუ რა გაცვიათ სპორტდარბაზში, ისწავლა თუ არა თქვენმა შვილმა სიარული და რა მიირთვით ვახშმად, უკაცრავად, მაგრამ არავის აინტერესებს.
- გაურკვეველი სტატუსი. კიდევ ერთი მიზეზი, გამოიწვიოთ გულისრევა "ფეისბუქის" მეგობრებში, დაწეროთ გაუგებარი პოსტი იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა, მაგრამ ამის შესახებ მარტო თქვენ იცით.
- დებთ საჯაროდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ კონკრეტულად ერთ ადამიანს ეხება. მაგალითად, პირადი მიმოწერის სქრინი, რომელსაც თქვენ ორის გარდა, სხვა ვერავინ გაიგებს.
- ტვირთავთ უამრავ იდენტურ ფოტოს, რომელიც ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
- პოსტი, რომელიც იწვევს შურს. მაგალითად, აჩვენოთ ყველას, თუ როგორ ფუფუნებაში იმყოფებით.