თუ ჯერ კიდევ მეორე ნახევარს ეძებთ და კონკიას ბედზე ოცნებობთ, ჟურნალმა "ფორბსმა" სპეციალურად თქვენთვის, 2017 წლის ყველაზე ელეგანტური, მიმზიდველი, ახალგაზრდა ბიზნესმენების ხუთეული გამოაქვეყნა, რომლებმაც მილიარდები იშოვეს, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრს კვლავ ეძებენ:
ნორვეგიელი გუსტავ მარჯენ ვისტი მილიარდელთა სიაში ყველაზე მიმზიდველი და ახალგაზრდა ბიზნესმენია. მისი ცხოვრებისთვის თვალყურის დევნება "ინსტაგრამზე" შეგიძლიათ.
ასაკი: 23
კაპიტალი: 1,6 $ მილიარდი
ლუკას ვალტონს ქონება ბაბუისგან დარჩა, თუმცა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა მას კაპიტალის დაბანდებაში დაეხმარა.
ასაკი: 31
კაპიტალი: 15.6 $ მილიარდი
ამერიკელი ფინანსისტი და ინჟინერი ბობი მერფი კალიფორნიაში მარტო ცხოვრობს. ის FORBS-ის მონაცემებით მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის რიგით 1250-ეა.
ასაკი: 29
კაპიტალი: 4$ მილიარდი
ტომას პერსონი შვეიცარიელი ბიზნესმენია, რომლის ძირითადი საქმიანობა კინოინდუსტიას უკავშირდება.
ასაკი: 32
კაპიტალი: 2.1$ მილიარდი
ჯეკ დორსი ამერიკელი პროგრამისტი და ფინანსისტია. ის სოციალური ქსელების, "ტვიტერისა" და "სქუარის" თანადამფუძნებელია.
ასაკი: 40
კაპიტალი: 1.3 მილიარდი
მარიამ ელიაშვილი
5 თანამედროვე პრინცი, რომლებსაც შეგიძლიათ ცოლად გაჰყვეთ