ბევრს ჰგონია, რომ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი, პრეზიდენტებს, არ აქვთ საკმარისი ემოციები სიყვარულისთვის და აიგნორებენ ქვეყნის პირველი პირების ადამიანურ მხარეებს.
ეს ისეთივე ბავშვური მითია, როგორიც ის, რომ მასწავლებლები საპირფარეშოში არ დადიან. ამაში ამერიკელი პრეზიდენტების სასიყვარულო ისტორიები დაგარწმუნებთ:
როცა ჯორჯი შეხვდა მართას
1758 წელს, 27 წლის, ახლახან დაქვრივებული, ძალიან მდიდარი ქალი, მართა დენდრიჯ კურტი ჯორჯ ვაშინგტონს შეხვდა. ისიც 27 წლის, ვირჯინიის მილიციის პოლკოვნიკი იყო, თუმცა არც ისე მდიდარი.... ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. მათ 1759 წლის იანვარში იქორწინეს და შემდეგი 41 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ.
როცა ჯონი შეხვდა ლუიზას
ბრიტანელმა ლუიზა კეტრინ ჯონსონმა 1779 წელს, საფრანგეთში, თავის სახლში ჯონ კუინს ადამსი გაიცნო. მაშინ გოგონა 4 წლის, ვაჟი კი 12-ის იყო და მამასთან, ჯონ ადამსთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ევროპას დიპლომატიური მისიით სტუმრობდა. 1795 წელს ისინი კვლავ შეხვდნენ ლონდონში, სადაც დაახლოვდნენ და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ამ დროს ჯონს ჰოლანდიაში მინისტრის თანამდებობა ეკავა, მამამისი კი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან გოგონა გულისტკივილით გააფრთხილა, რომ ოჯახში ბევრი უსიამოვნება ელოდა, თუმცა ლუიზა ამას არ შეუშინდა და ადამს ცოლად 1848 წელს გაჰყვა. საიდუმლო არ არის, რომ უცხოელ ქალს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ. ის პირველი უცხოელი პირველი ლედია ამერიკის ისტორიაში.
როცა ჯიმი შეხვდა ენს
1819 წლის ზაფხულში, 28 წლის ჯეიმს ბუჩანანი პენსილვანიის შტატ ლანკასტერში მდიდარი რკინის მაგნატის ქალიშვილს, 23 წლის ანა კოულმანს შეხვდა, რომელსაც გაცნობიდან პირველ თვეებში ხშირად ხვდებოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯიმი სხვა ქალებსაც ხვდებოდა. ჭორაობდნენ იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტის ერთადერთი მიზანი გოგონას ფულის ხელში ჩაგდება იყო. ამ ხმებმა ანამდეც მიაღწია და მან ჯონს მისწერა წერილი, რომელშიც ურთიერთობის გაწყვეტას სთხოვდა. 9 დეკემბერს ის ოპიუმის ჭარბი დოზით გარდაიცვალა. გამორიცხული არაა, თვითმკვლელობა თვითონვე დაეგეგმა. ამ ამბავმა ბუჩანანი შეძრა. კიდევ უფრო გაანადგურა ანას ოჯახმა, რომლებსაც ცხედრის ნახვის უფლებაც კი არ მისცეს. რაღაც დროის განმავლობაში ჯონი ყველაფერს განერიდა და გადაიკარგა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და პირობა დადო, რომ ცოლს არასდროს მოიყვანდა. ის ამერიკის ერთადერთი პენსილვანიელი პრეზიდენტია, რომელსაც ცოლი არ ჰყოლია.
როცა გრეისი შეხვდა კელვინს
1903 წელს, ერთ დილას, როცა გრეის ანა გუდჰუო კლარკის სკოლის ეზოში ყვავილებს რწყავდა, ფანჯრიდან კაცის მზერა შეამჩნია, რომლის სახეც საპარსი ქაფით იყო დაფარული. გოგონამ ყვავილების მორწყვა განაგრძო. მან არ იცოდა, რომ ორი წლის შემდეგ ეს კაცი, კელვინ კულიჯი მისი მეუღლე გახდებოდა.
როცა ჰარი შეხვდა ბესიეს
1890 წელს ორი მცირეწლოვანი - 6 წლის ჰარი ტრუმენი და 5 წლის ბესიე ვალასი ერთმანეთს ბაპტისტურ ეკლესიაში შეხვდნენ, სადაც შემდეგ მთელი წელი საკვირაო სკოლაში ერთად სწავლობდნენ. მოგვიანებით ტრუმენი წერდა: "მე შევიძინე რამდენიმე ნაცნობი. განსაკუთრებით დავინტერესდი ერთი გოგონათი, მას ოქროსფერი კულულები და ლურჯი თვალები აქვს. ჩვენ ერთად ვსწავლობდით მე-5 კლასიდან უმაღლეს სკოლამდე და შემდეგაც ერთად გავაგრძელეთ ცხოვრების გზა". წყვილმა 1919 წელს იქორწინა.
როცა ლინდონი შეხვდა "ლედი ბერდს"
კლაუდია ალტა „ლედი ბირდ“ ტეილორი 1939 წელს შეხვდა ლინდონ ჯონსონს, რომელიც მაშინ ტეხასის კონგრესმენის მრჩეველი იყო. 26 წლის ლინდონს თავდავიწყებით შეუყვარდა გოგონა და ვაშინგტონში დაბრუნებული გამუდმებით ტელეგრამებსა და წერილებს უგზავნიდა. ლედი ბერდი მალევე გახდა ამერიკის მესამე პრეზიდენტის მეუღლე.
როცა პატი შეხვდა რიჩარს
ტელმა "პატი", სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტი ლოს ანჯელესთან ახლოს, პატარა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და თეატრალური ჯგუფის აქტიური წევრიც იყო. იმავე პერიოდში, 2 წლის იურისტმა რიჩარდ ნიქსონმა გახსნა საადვოკატო ფირმა და ისიც თავისუფალ დროს თეატრალურ ჯგუფში ატარებდა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი პირველი ლედი.
როცა ნენსი შეხვდა რონის
რონალდ რეიგანი თავის ბიოგრაფიაში წერდა, რომ ნენსი პირველად მაშინ შეამჩნია, როცა გოგონა დახმარების სათხოვნელად მივიდა. მისი თქმით, იგი კომუნისტების შავ სიაში იყო და ფილმებში არ იღებდნენ. ჯონ ვეინერის წიგნის მიხედვით კი, მსახიობი მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ცოლად პრეზიდენტს გაჰყვა. კიდევ ერთი ვერსიით, რომლის შესახებაც რეიგანის ბიოგრაფი წერს, ნენსიმ რონალდის მეგობარს შეხვედრის დაგეგმვა სთხოვა და მანაც ორივე სავახშმოდ თავისთან მიიწვია.
როცა ჯორჯი შეხვდა ლაურას
ჯორჯ ბუში და ლაურა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ერთხელაც ძველ სამეგობრო წრეში შეიკრიბნენ, დანარჩენები მათ მარტო დატოვებას ცდილობდნენ. როგორც ლაურა ამბობს, "ირგვლივ მხოლოდ ჩვენ არ გვყავდა შეყვარებულები" და როგორც იქნა, 1977 წლის შემოდგომაზე ლაურა ჯორჯს ცოლობაზე დათანხმდა.
როცა ბარაკი შეხვდა მიშელს
1989 წელს მიშელ რობინსონი იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, სადაც მენტორად ჰარვარდიდან ბარაკ ობამა მიავლინეს. 1991 წლის ერთ საღამოს რესტორანში ვახშმის შემდეგ ობამამ დესერტი შეუკვეთა, რომელშიც საქორწინო ბეჭედი იყო.
მარიამ ელიაშვილი