კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდათ, ზოგიერთი კი ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვარს, დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავთ დაბმული.
"გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ პოლიციამ იპოვა 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი იმ სახლში, საიდანაც გოგონა გაიქცა", - ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.
გაგრძელება