ინტერნეტმომხმარებელი ბესო დანელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"საღამოს შვიდ საათზე - ვაშლიჯვრის ასახვევთან, უფრო კონკრეტულად - ყოფილი ავეჯის სახლთან, მესამე ზოლში ვმოძრაობდით საბურთალოს მიმართულებით. საცობი არ იყო, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა გახლდათ პიკის საათიდან გამომდინარე და შესაბამისად დაბალი სიჩქარით მივდიოდით. უცბად დავინახეთ, თუ როგორ ადიოდა იქვე არსებული ხიდის მოაჯირზე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გადახტომას ლამობდა...
მე და ჩემი მეგობარი მაქსიმალური სისწრაფით ისე გადმოვედით ინსტინქტურად მანქანიდან, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს და მისი მიმართულებით გავიქეცით. პირველ ზოლში მიმავალი მანქანიდან, ახალგაზრდა ქალი ელვის სისწრაფით გადმოვიდა და გაიქცა ხიდისკენ. მას რამდენიმე ნაბიჯში მისი მეუღლე მისდევდა უკან, ყველას დაგვასწრო გოგონამ ჯებირზე გადახტომა, თან განწირული ხმით უყვიროდა: "რას აკეთებ, ჩამოდიო!"
მამაკაცი უკვე ასული იყო ხიდზე და გადასახტომად ემზადებოდა, მაგრამ ქალის ყვირილის ხმაზე მოიხედა და ამ დროს - წამის მეასედში მოასწრო გოგომ მოქმედება, მამაკაცის ფეხს ჩააფრინდა ორივე ხელით და აქეთ გადმოძალა ინერციით. ამასობაში ჩვენც მივირბინეთ და მაგრად ჩავკიდეთ ხელი, უკვე გადარჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ასე, 45 წლამდე იქნებოდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, იგი დამსხვრეულ სარკეს ჰგავდა, საიდანაც საოცარი ტანჯვის ანარეკლი გიცქერდა. გაგრძელება