თავის ტკივილი ბევრი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, თუმცა არსებობს განსაკუთრებით აუტანელი და დამთრგუნველი თავის ტკივილი, რომელიც მაშინვე მიგახვედრებთ, რომ ეს შაკიკია.
ამ ტკივილს დღეს პლანეტის თითქმის ყოველი მეექვსე ადამიანი ამოიცნობს. როგორც წესი, ტკივილი ლოკალიზებულია თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროში. ყველაზე ხშირად შაკიკი მგრძნობიარე, ემოციურ ადამიანებს აწუხებთ.
თავის ტკივილის მიზეზები
შაკიკი შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრეობით. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სქესს - ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. შაკიკის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფსიქოემოციური ფონი. მნიშვნელოვანია
ასაკიც - სპეციალისტთა დაკვირვებით, ახალგაზრდები, მათ შორის, მოზარდები, უფრო ხშირად ავადდებიან შაკიკით, ასაკის მატებასთან ერთად კი დაავადება თანდათან ქრება.
შაკიკის შემთხვევაში დაავადება რომ არ გაგიმწვავდეთ, დიდი როლი ეკისრება კვებას.
დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში გარკვეული ელემენტების უკმარისობამ შეიძლება ოთხჯერ უფრო ძლიერი ტკივილები გამოიწვიოს.
გთავაზობთ ოთხი ჯგუფის ნივთიერებებს, რომელთა უკმარისობა შაკიკის შეტევას აძლიერებს.
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
თუ ადვილად ღიზიანდებით და დაბნეული ხართ, ესე იგი, თქვენს ორგანიზმს ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 აკლია. ამ ნივთიერებების ნაკლებობის დროს ორგანიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს სტრესიც.
გაითვალისწინეთ, არ არის სასურველი თავის ტკივილის გაყუჩება ასპირინის შემცველი პრეპარატებით. ასპირინი ამცირებს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის შემცველობას. "მარაგის" შევსებაში დაგეხმარებათ ისპანახი - ის ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ B12-ის საბადოა. ამ ნივთიერებებით მდიდარია, ასევე, ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, ქათმის კვერცხი. გაგრძელება