"როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან...
ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო... არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს, ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა"... - ამბობს ზურა ანთელავა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" კვაზი მანტკავას განასახიერებს და მისი როლი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს...
- რამდენად ჰგავს თქვენი პიროვნება თქვენს გმირს – კვაზი მანტკავას?
- წარმოუდგენელია, გამორიცხულია ოდნავ მსგავსებაც კი! მაშინ მსახიობი არ ყოფილა საჭირო. კვაზი მანტკავა შექმნილი პერსონაჟია, ნაწილ-ნაწილ შეთხზულიდან, ნანახიდან და ასე შემდეგ... ასეთი ტიპები იყვნენ 1900-70-იან წლებში. მე იმ თაობის კაცი ვარ, თავად ვარ მომსწრე იმ ყველაფრის. განსაკუთრებით, დასავლეთში იყვნენ ასეთები და მე, მოგეხსენებათ, ზუგდიდიდან ვარ. მთლიანად არა, მაგრამ რაღაც ელემენტები სხვადასხვა პიროვნებისგან მაქვს აღებული... მაყურებელმა კარგად მიიღო კვაზი მანტკავა, რადგან განსხვავებულია სხვა პერსონაჟებისგან. მაგალითად, გრიშა კაკაჩიასა და კვაზი მანტკავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხასიათში, თვისებებში... ამიტომაც კვაზი მანტკავას როლი ძალიან მომგებიანია.
- თქვენი რეალური ცხოვრება როგორია?
- მსახიობი გახლავართ, ჩვეულებრივად ვმუშაობ... მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი მთავარი მენეჯერია ღვინის კომპანიაში... უმცროსი ვაჟიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია. მყავს ერთი შვილიშვილი – ზურიკო... ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ.
ნინო ერისთავის რეალური ქმარ-შვილი და თეატრალური წარსული
- ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული იყო თქვენი გმირისთვის... რეალურ ცხოვრებაში რომ შეგხვედროდათ ნინო ერისთავის მსგავსი ქალბატონი, როგორ მოექცეოდით?
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები