22 წლის ბრიენა ჰუკაბი - ინვალიდი გოგონაა, რომელიც ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა.
როდესაც ის 14 წლის იყო, კიბოს იშვიათი სახეობა - ოსტეოსარკომა (ძვლის კიბო) დაუდგინდა. გოგონამ დაავადება დაამარცხა, მაგრამ გართულებების გამო მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.
რამდენიმე წლის შემდეგ ბრიენა სნოუბორდით დაკავდა.
"თავიდან სპორტდარბაზში დავიწყე სიარული. ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდებოდა. პროთეზის წყალობით სიარული შევძელი და ვიპოვე ის, რაც მე მომწონს" - ჰყვება ის.
ბრიენა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რამდენიმე წლის წინ ის დაოჯახდა კიდეც და გოგონა გააჩინა. მისი თქმით, მეუღლემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბრიენას საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნა.
შვილმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
"ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემს სხეულზე ბევრად ძლიერი ვარ!" - ამბობს ბრიენა.
ჟურნალში გადაღებას კი სხვა ინვალიდი ქალების გასამხნევებლად დათანხმდა.
"მე რომ მენახა ასეთი ფოტოები, ეს შეცვლიდა ჩემი რეაბილიტაციის მსვლელობას" - დარწმუნებულია ბრიენა.
"თქვენ არ უნდა მისცეთ უფლება ამპუტაციას, შეაჩეროს თქვენი ცხოვრება! ჩემი რჩევაა - გახსოვდეთ, ვინ ხართ და არ დაგავიწყდეთ, რომ სხეული - ეს მხოლოდ ინსტრუმენტია".
წყარო: goodhousekeeping.com