1 თვის წინ მინდოდა, სამყაროს ყველა სარკე დამელეწა და აღარასდროს დამენახა ჩემი ჩამოკიდებული ლოყები, რომლებიც მეტროს ესკალატორზე ერთმანეთს ტანგოს ეცეკვებოდნენ.
დიეტის დაცვაზე არასდროს მიფიქრია, ან თუ მიფიქრია, ისიც კრუასანებით გამოტენილი პირით. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ჭამა ჩემი ცხოვრების მთავარი სიამოვნებაა, ჩემი ფენშუი, კარმა და ცხოვრების აზრი. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, მე, ვინც ერთი საათი ჭამს, თავისი ბედნიერება ლოყების ხათრით დათმოს? არამც და არამც! მაგრამ ხანდახან მეც მახსენდება, რომ გოგო ვარ, რაც მაკიაჟის გაკეთებასა და წუწუნში გამოიხატება. ერთხელ ასეთ "გოგოურ" საღამოზე ჩემი წონის გლოვა არ მაცადეს და გაშპაკლულ სახეზე ცინცხალი დიეტა ამაწებეს. მითხრეს, თან ჭამე, თან დაიკელიო. ჩემი რა მიდიოდა, ჭამით ისედაც ვჭამდი და ბარემ თუ დავიკლებ, ხომ კაი-მეთქი, ვიფიქრე და დავიწყე. არ გატყუებთ, მართლა არ ვიცი, სად წავიდა ჩემი 7 კილოგრამი ან როდის წავიდა. მინდა გაგიზიაროთ და ჩემნაირებმა თვეში ერთხელ სცადოთ.
9-10 სთ-ზე 1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.
11-12 სთ-ზე 2 სოსისი ან 100 გრ ხაჭო.
1-2 სთ-ზე 1 ცალი ვაშლი ( სასურველი არაა ძალიან ტკბილი)
3-4 სთ-ზე 15 ცალი ქლიავის ჩირი.
5-6 სთ-ზე 1 ცალი ვაშლი ( შეგიძლიათ 25 გრ შავი შოკოლადიც)
7-8 სთ-ზე 1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ 2 კვირა. შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვით.
1 კვირაში დაიკლებთ 5-7 კგ-ს.
სარკეში სანახევროდ ვჩანდი, ამ დიეტამ საკუთარი თავი შემაყვარა