"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული კატოს და სანდროს რომანის გამოც იყო...
ვინაიდან სერიალის სეზონი დაიხურა, მაყურებელი ინტერესით ელის, გაგრძელდება თუ არა რომანი, რომლის გამოც კატო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და არც სანდროსთვის დაუკლიათ აგრესია... გვესაუბრება სანდროს როლის შემსრულებელი გიორგი ნაზარიშვილი:
- თქვენი გმირი სერიალში ყველაზე გაწონასწორებული იყო, მაგრამ ბოლო დროს განსჯის საგანი გახდა... თქვენ თვითონ როგორ უყურებთ თქვენი გმირის საქციელს?
- როგორც როლს, ისე აღვიქვამ, არაფერი განსაკუთრებული... რეალურ ცხოვრებაში ჩემი გმირი საერთოდ არ მგავს. ბოლო ისტორიას ვგულისხმობ: ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან... საერთოდ კი ჩემი გმირი მომწონს. რომ არ მომწონდეს, არც ვითამაშებდი. უბრალოდ, მის ბოლოდროინდელ საქციელს არანაირად არ ვამართლებ!
- საზოგადოება აღაშფოთა მისმა საქციელმა და აგრესია თქვენზეც ხომ არ გადმოვიდა, პიროვნულად?
- არა... ჯერჯერობით აგრესია არ ყოფილა. უბრალოდ, რამდენიმემ გულისტკივილით მითხრა, მარტო შენ იყავი კარგი პერსონაჟი და ბოლოს როგორ აურიეო...
- ვიცი, რომ მსახიობები არ ხართ წინასწარ ინფორმირებულნი, მაგრამ თქვენი ინტუიციით, თუ გაგრძელდება სანდროს და კატოს რომანი?
წაიკითხეთ სრულად