სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს გემრიელს და პირიქით. საკვები შეიძლება იყოს გემრიელი, მაგრამ დამანგრეველი ორგანიზმისთვის. იცოდეთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც თავად მიირთმევთ ან ბავშვებს აჭმევთ.
1. ხილი და სხვა პროდუქტები
სადილის შემდეგ ხილის ჭამა დაუშვებელია. ცილას, ცხიმსა და ნახშირწყალს გადამუშავებისთვის დრო სჭირდება, მასში შემავალი შაქარი კი სხვა პროდუქტების "დუღილს" იწვევს.
2. პომიდორი და ყველიანი მაკარონი
მაკარონი სახამებელს შეიცავს და მჟავე პროდუქტთან (პომიდორი) ერთად მძიმედ გადასამუშავებელია.
3. ყველი და პარკოსნები
მუცელში იწვევს გაზების წარმოქმნას, ტკივილსა და შებერილობას.
4. ბანანი და რძე
ორივე მძიმე საკვებია. ორგანიზმი ორივეს გადამუშავებას დიდ დროსა და ენერგიას ახარჯებს. შედეგად კუჭში სიმძიმის შეგრძნება არ ნელდება.
5. ლიმონის წვენი და კიტრი-პომიდვრის სალათა
მართალია, უხდება, მაგრამ სალათიდან ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას უშლის.
6. რძის პროდუქტები და ანანასი
ანანასი ბრომელაინს შეიცავს - ფერმენტს, რომელიც რძის პროდუქტებთან ერთად ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს.
7. ყველიანი სენდვიჩი და ყავა
ყავა ხელს უშლის ყველში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას. ფქვილოვანი პროდუქტი კი კალცის შეთვისებაში უშლის ხელს.
8. ფორთოხლის წვენი და რძიანი სწრაფი საუზმე
კლასიკური საუზმეა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს კუჭისთვის. ფორთოხლის მჟავა მარცვლოვანი ფანტელების სახამებლის გადამუშავებას უშლის ხელს. ამას ემატება ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი რძე. უმჯობესია, მარცვლოვანი ფანტელების ფაფით ჩაანაცვლოთ, ფორთოხლის წვენი კი ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ დალიოთ.