2018 წელი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ბევრი პლანეტა გაივლის ამ წელს ე.წ. რეტრო-ფაზას.
ეს, თავის მხრივ, შექმნის ადამიანთა ცხოვრებაში გარკვეულ მოვლენებსა და სირთულეებს, რომელთა ხარჯზეც ბევრ ჩვენგანს დასჭირდება, დაბრუნდეს წარსულში და ჩადენილი შეცდომები ახლებურად გააანალიზოს, რათა ამ შეცდომების გამოსწორების შანსი მიიღოს რეალურად. დამდეგი კვირა ზუსტად ამ ციკლის საწყისი ეტაპია. როგორც უკვე გითხარით, იუპიტერი რეტრო-ფაზაში წინა კვირიდან გადავიდა, ამ ეტაპზე კი უკვე პლანეტა მერკური დაიწყებს უკუსვლას, რის ხარჯზეც, 22 მარტიდან მოყოლებული, გაიზრდება პრობლემები და შეუთანხმებლობის ალბათობა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. შესაძლებელია დაგვიანდეს ინფორმაციის გადაცემა და მიღება. არ არის გამორიცხული პრობლემების წარმოქმნა ახლო წრის ადამიანებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში. შეფერხდება და გაჯანჯლდება მოკლევადიანი მგზავრობები. შესაძლოა, მწყობრიდან ადვილად გამოვიდეს ტექნიკა. ამ პერიოდიდან არ არის სასურველი გადამეტებული შოპინგი, მით უმეტეს, ელექტრომოწყობილობებისა და ტექნიკის ყიდვა.
20 მარტს პლანეტა მერკური ვენერას შეუერთდება, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ მის რეტროგრადულობამდე მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც პირად ურთიერთობებს და ფინანსურ თემებს ეხება.
გარდა ამისა, ზუსტად 20 მარტიდან მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ნოვატორი, სიცოცხლისმოყვარული და აქტიური ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. იქ უკვე განლაგებულია ორი პლანეტა - მერკური და ვენერა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიმატებს ბრძოლის უნარი, შემართება, საკუთარი მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევის უნარი. არანაკლებ მოიმატებს მოუთმენლობა და აგრესიულობა, მოგეხსენებათ, ვერძი ყველაზე ცხელსისხლიანი და აგრესიული ნიშანია. გაგრძელება