სიმართლე თუ გინდათ, იდეალური სხეულის მქონე გოგონებიც კი აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ სხეულში ნაკლს. ხშირად არასწორად შერჩეული სამოსიც კი აუშნოებს იდეალურ ტანს. გავარჩოთ და გამოვასწოროთ ტიპური შეცდომები.
სხეულის ფორმა: მსხალი
კიმ კარდაშიანისმაგვარი უკანალი და წვრილი მხრები სხეულის ფორმა "მსხალზე" მიუთითებს. უპირატესობა მიანიჭეთ მომდგარ ტოპებს, მუხლს ოდნავ ქვემოთ ქვედაკაბებს, სწორ ჯინსებს (საშუალოწელიანს და არა მაღალ ან დაბალწელიანს).{{ArticleSplitCont}}
სხეულის ფორმა: ამობრუნებული სამკუთხედი
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფართომხრებიანი და ვიწრომენჯებიანი სხეული. თუ სუქდებით, მხოლოდ მუცელზე, ფეხები კი წვრილი გრჩებათ. ჩაიცვით სამკუთხედჭრილიანი ტოპები, ფართო შარვლები და A-სილუეტის კაბები. კიდევ ერთი რჩევა: შეიძინეთ ერთი ზომით დიდი ტოპები და ბლუზები, რათა ტანზე თავისუფლად გქონდეთ.{{ArticleSplitCont}}
სხეულის ფორმა: ქვიშის საათი
ქალური, ანუ კლასიკური სხეულის ფორმა: ვიწრო წელი და ზომიერი მხრები და გვერდები. თავისუფალი ხართ სამოსის არჩევაში, რადგან ყველაფერი გიხდებათ. თუმცა, მოერიდეთ მჭიდრო სამოსს და გეომეტრიულ პრინტებს. შეიძინეთ ფლორისტული პრინტების სამოსი წითელ ან იისფერ გამაში.{{ArticleSplitCont}}
სხეულის ფორმა: მართკუთხედი
გამხდარი ფეხების, მაგრამ ერთნაირი სიგანის მხრებისა და გვერდების მქონე ქალბატონია. ძირითადად, მუცელი უსუქდება. ნუ ჩაიცვამთ ქამრიან და რეზინიან კაბებს, შარვლებს. უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ სვიტერებსა და პერანგებს. აგრეთვე, სწორ შარვლებს.{{ArticleSplitCont}}
სხეულის ფორმა: ვაშლი
მრგვალი ზედა ნაწილი და წვრილი, სწორი ფეხები. ასეთია "ვაშლის" სხეული. კიდევ უფრო დამრგვალდებით, თუ კაბა-ტომრებს ჩაიცვამთ ან მაღალწელიან ჯინსებს. მოისინჯეთ ჰაეროვანი A-სილუეტის კაბები, სწორი შარვლები. გვერდზე გადადებული ბლუზებიც მოგიხდებათ. ფერებიდან ხასხასები აირჩიეთ.
რუსუდან გელაშვილი