წარმოგიდგენთ უგემრიელესი ფუნთუშის რეცეპტს, რომელიც თამარ სიდამონიძემ მარაო-ს მკითხველს გაუზიარა:
4-5 პორცია
ცხობა: 25-30წუთი
ინგრედიენტები:
- ცომი:
- ფქვილი 500 გრ
- წყალი 250 მლ/ლ
- ზეთი 3 ს/კ
- შაქარი 4 ს/კ
- მარილი 1/2 ჩ/კ
- საფუარი 4 ჩ/კ
- ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით
გულსართი:
- გარგარი 700 გრ (2-3 ცალი თითო პორციას)
- შაქარი 5 ჩ/კ (1 ჩ/კ თითო პორციას)
ზემოდან წასასმელად:
- კვერხი 1 ცალი
- წყალი ან რძე 50 მლ/ლ
- შაქრის პუდრა 3ჩ/კ
მომზადების ტექნოლოგია:
- ცომის მოსაზელად ჯერ გააქტიურეთ საფუარი, ამისათვის ჭიქაში ჩაყარეთ შაქარი და საფუარი, დაასხით 50მლ/ლ თბილი წყალი და დაელოდეთ სანამ საფუარი გააქტიურდება და გაფუვდება.
- აიღეთ საშუალო ზომის ჯამი და ფქვილი გაცერით, რადგან ცომი უფრო ფაფუკი გამოვიდეს, შეურიეთ მარილი და ვანილი.
- დარჩენილ თბილ წყალს შეურიეთ ზეთი, როგორც კი საფუარი გააქტიურდება შეურიეთ ფქვილს და დაიწყეთ მორევა, თანდათან შეურიეთ ზეთიანი წყალი და შეკარით ცომი.
- მაგიდა გააფქვილიანეთ და გადმოიტანეთ ცომი, ზილეთ სანამ არ მიიღება ელასტიური კარგად შეკრული მასა.
- ჯამს წაუსვით ოდნავ ზეთი ცომსაც ოდნავ და ჩააბრუნეთ ჯამში, გადააკარით ცელოფანი და დაელოდეთ. 30 წუთში გადაზილეთ და დაასვენეთ.
- კიდევ 20-30 წუთის შემდეგ გააკეთეთ 5 თანაბარი ზომის გუნდები და ესენიც დაასვენეთ 5 წუთი.
- მანამდე 2 ცალი გარგარი გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ სლაისებად (ფირფიტებად), აიღეთ ერთი გუნდა გააბრტყელეთ, მიეცით მართკუთხა ფორმა, დაალაგეთ გარგრის სლაისები და მოაყარეთ 1ჩ/კ შაქარი თანაბრად. გადაახვიეთ რულეტი. კარგად მოუკრით ბოლოები და ბოლოს მიეცით ლოკოკინის ნიჟარის ფორმა. ასე გაიმეოროთ ხუთივეზე, გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ სინზე (ჟარუნაზე) დააწყეთ მზა ფუნთუშები, კვერცხი ათვიფეთ წყალთან ერთად, საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კარგად მიღებული მასა და შედგით ღუმელში ვაცხოთ 25-30 წუთი (შეიძლება ცოტა მეტიც თუ უფრო მობრაწული გნებავთ) გამოიღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააგრილეთ.
- ასევე შეგვიძლია გულსართისთვის გამოიყენოთ სხვადასხვა ჯემები.
გემრიელად მიირთვით!