1. დახვეული სამოსი
ადგილს შეამცირებთ, თუ სამოსს დახვეულს ჩაალაგებთ.
პატარა ჩემოდანში ეტევა: 3 შორტი, 3 შარვალი, 3 ჯინსი, ქვედაკაბა, 2 საცურაო კოსტიუმი, 3 საზაფხულო სვიტერი, 10 მაისური, 5 პერანგი, 4 კაბა.
2. ვაკუუმის პაკეტი
საშუალებას მოგცემთ, ზედმეტი ჰაერით არ გატენოთ ჩანთა და მსხვილი ნივთები: ქურთუკი, სამოსი, ბავშვების რბილი სათამაშოები, საწოლის თეთრეული - ერთი ჩემოდნით გადაიტანოთ.
3. პირამიდის სისტემა
ჩემოდნის ძირზე, კედლებთან ფეხსაცმელები დაალაგეთ, შემდეგ გრძელი ნივთები, რომლებსაც ზემოდან გადმოაფარებთ. პირველ სართულზე დახვეული სამოსი დაალაგეთ, შემდეგ ისეთი, რომლებიც ადვილად იჭმუჭნება. პირამიდა დაასრულეთ კოსმეტიკით, დოკუმენტებით, წვრილმანებით.
4. უარი ქოლგას
მის ნაცვლად ერთჯერადი პაკეტის საწვიმარი იყიდეთ.
5. მინი-კოსმეტიკური საშუალებები
შამპუნები, შხაპის გელი და ა.შ. დიდი ბოთლიდან პატარაში გადმოასხით.
6. სწორად გადაანაწილეთ
წინდები, სათვალე და სხვა წვრილი ნივთები ფეხსაცმელში შეინახეთ. ჩემოდნის ჯიბეში - დოკუმენტები. სამკაულები აბების ფორმაში გადაანაწილეთ.
7. განსაკუთრებული სამოსი
ისეთი, რომელიც წვეულებაზე უნდა ჩაიცვათ, ცალკე პორტპლედში ან კოფრში მოათავსეთ და საკიდით თვითმფრინავში/მატარებელში ჩამოკიდეთ.
8. მინიმალისტური აფთიაქი
წამლების თითო ფირფიტა წაიღეთ და არა მთელი კოლოფი.
9. სუვენირები
თუ გსურთ, შვებულებიდან სუვენირები ჩამოიტანოთ, ჩემოდანში ნივთებს შორის ადგილებს ნუ დატოვებთ. ისინი დაიჭმუჭნება. შეავსეთ ქაღალდებით მაინც.
10. უარი ზოგიერთ ნივთს
ასეთი შეიძლება იყოს: ნოუთბუკისა და ფოტოაპარატის ჩანთა. მათ შეგიძლიათ სვიტერი შემოახვიოთ. ფენი სასტუმროშიც იქნება. ხოლო პლაჟის შლაპა, საცურაო სათვალე, მზისგან დამცავი კრემი, ზღვის ქოშები და საბავშვო სათამაშოები ადგილზე შეიძინეთ.
რუსუდან გელაშვილი
იხილეთ: როგორ მოვათავსოთ ყველა სამოსი პატარა ჩემოდანში, ეს ყველამ უნდა იცოდეს (+ video)