54 წლის იოლანდა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების დედაა.
ასევე, სუპერმოდელი, ასაკის მიუხედავად, შესაშურ ფორმაშია.
თუ Instagram-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დავაკვირდებით, ვარსკვლავის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოდ შეიძლება მივიჩნიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
უკვე მრავალი წელია, იოლანდა ცდილობს მხოლოდ ორგანული საკვები მიირთვას. ის სამშობლოში, ჰოლანდიაში დიდ დროს ატარებს, სადაც აქვს საკუთარი ბოსტანი, ლიმონისა და ლავანდის ბაღები, ჰყავს შინაური ცხოველები და ქათმები, რომელთა მოვლაში აქტიურადაა ჩართული. საკვებად კი სწორედ მის მიერ მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.
წარმატებული სუპერმოდელების დედა დიდ დროს ატარებს ბუნებაში და ყოველთვის დიდ მადლიერებას გამოხატავს ცხოვრებისადმი.
იოლანდა ჰადიდის, როგორც ქალის, სამი შვილის დედის, ყოფილი მოდელისა და უბრალოდ შემოქმედი ადამიანის წარმატებული ცხოვრება შესაძლოა ბევრისთვის აღმოჩნდეს შთაგონების წყარო და მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება.
განაგრძეთ კითხვა: