მაიას ტომებმა უამრავი ამოუცნობი რამ დატოვეს, რაც დღემდე მათ გრანდიოზულ სტრუქტურებში იმალება და ასობით იეროგლიფის მეშვეობით იშიფრება.
უძველესი ინდიელების ყველა ნაგებობა სრულად შესწავლილი დღემდე არ არის. არქეოლოგები და მკვლევარები უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ყოველწლიურად ცდილობენ საიდუმლოებების ამოხსნას, რაც მაიას ტომების მიერ ნაშენები ტაძრების კედლებს მიღმა ან მათ გამოქვაბულებში იმალება.
კუკულკანის პირამიდა, ჩიჩენ-იცა
მსგავსი ცნობილი პირამიდა ფოტოფირზე პირველად 1880 წელს აღიბეჭდა, რომელიც თითქმის სრულადაა ჯუნგლებით დაფარული. კუკულკანა 9 პლატფორმისა და 4 სართულისაგან შედგებოდა. საფეხურების საერთო რაოდენობა წელიწადში დღეების რაოდენობას ემთხვეოდა.
შემოდგომისა და გაზაფხულის ბუნიობის დღეებში 5 საათისთვის პირამიდის მოაჯირების ქვებზე შესაძლებელია მცოცავი გველის ჩრდილის დანახვა. მარტში ჩრდილი მაღლა იწევს, სექტემბერში კი - დაბლა. ილუზია 3 საათს გრძელდება და ათასობით ტურისტის ყურადღებას იქცევს, რომლებიც სწორედ ამ უნიკალური მოვლენის სანახავად ჩადიან.
უძველესი მაიას ამ სტრუქტურის კიდევ ერთი საიდუმლო მის შიგნით იმალება. თუ ქვების ზედა ნაწილს მოვხსნით, შესაძლებელია უფრო მცირე ზომის პირამიდების აღმოჩენა. სულ ცოტა ხნის წინ კი ნიადაგის ელექტროტომოგრაფიული კვლევის შედეგად მეცნიერებმა მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს, რომელიც პირამიდის ფუნდამენტის ქვეშ 20 მეტრი სიღრმისაა. არქეოლოგების მოსაზრებით, მომავალში ტბამ შესაძლოა ამოხეთქოს, რაც პირამიდის ნგრევას გამოიწვევს.
კიდევ ერთი საინტერესი ფაქტი - როცა ადამიანები პირამიდის კიბეებზე ადიოდნენ, შიგნიდან ისმოდა ხმა, რომელიც წმინდა ფრინველის, კეცზალის ყვირილის ხმას ჰგავდა - ჩიტი ადგილობრივ ტყეებში ბინადრობს და მაიას ტომებისთვის სათაყვანებელ ფრინველად მიიჩნეოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2006 წელს ერთ-ერთი ტურისტი უბედური შემთხვევის დროს პირამიდის კიბიდან გადმოვარდა, ის დახურეს. დღესდღეობით მისით ტკბობა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი.