როცა გარეთ წვიმს და ქარია, განსაკუთრებით სასიამოვნოა ფილმების ყურება. გთავაზობთ თქვენთვის შერჩეულ ფილმებს.
1. ბოიფრენდი მომავლიდან
ტომი 21 წლის ასაკში აღმოაჩენს, რომ შეუძლია დროში გადაადგილება და ყველაფრის შეცვლა, რაც მოხდა და რაც მოხდება. ის ცდილობს, გახადოს თავისი სამყარო უფრო ბედნიერი. ოცნების გოგონას მოსახიბლად, ის მზადაა, გაიმეოროს პირველი პაემანი ისევ და ისევ დაუსრულებლად...
ახალგაზრდა მია ავარიის შემდეგ კომაში ვარდება. სხეულიდან გასულმა გოგონამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაღვიძება და ისეთი განსხვავებული ცხოვრების გაგრძელება, ვერასოდეს რომ ვერ წარმოედგინა. ის არჩევანის წინაშეა: ან მუსიკალური ოცნება უნდა აისრულოს და ჯულიარდში ჩააბაროს, ან სულ სხვა გზას გაჰყვეს თავის ერთადერთ სიყვარულთან, ადამთან ერთად.
უყურეთ ონლაინ
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, ერთმანეთის გვერდით არიან სხვადასხვა რთული სიტუაციის დროს, ახლობელი ადამიანის ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
უყურეთ ონლაინ
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.
უყურეთ ონლაინ
მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ, რესტორანთან მოჰკრა თვალი.
უყურეთ ონლაინ
6. მამაკაცები, ქალები, ბავშვები
ამბავი მოზარდების ჯგუფსა და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული.
მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას. სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.
უყურეთ ონლაინ
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბიგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.
უყურეთ ონლაინ
როდესაც ახალგაზრდა წყვილმა მათი ოცნების სახლი შეიძინა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რისი გადატანა მოუხდებოდათ მოხუცი მეზობლის წყალობით.
უყურეთ ონლაინ
მდიდრების ოჯახში დაბადებულ პენელოპას უძველესი ოჯახური წყევლა ადევს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოეხსნება, როდესაც ვიღაც შეიყვარებს.
უყურეთ ონლაინ
მწერალი ნიუტ სკამანდერის თავგადასავალი ნიუ-იორკის გრძნეულთა საზოგადოებაში 70 წლით ადრე, სანამ ჰარი პოტერი მის წიგნს წაიკითხავდა სკოლაში.
ნახეთ ორივე სერია
განქორწინებული ამერიკელი - ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს, ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. და აი, მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება.
უყურეთ ონლაინ
ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს, ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად, გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს.
უყურეთ ონლაინ
უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია. მას არასდროს მოსწონებია ვინმე სერიოზულად, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით პატარაა ასაკით. იგი მხოლოდ 21 წლის არის და ახლა აპირებს ცხოვრებით ტკბობას.
უყურეთ ონლაინ
15. პლეზანტვილი
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათიანი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში, პატარა ქალაქში იმავე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას, ჯენიფერს. და ერთხელ, საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
უყურეთ ონლაინ